ეს ყველამ უნდა იცოდესისტორიარელიგიასაზოგადოებასხვა

“ყოველ ორშაბათს ბავშვები სამებაში მოიყვანეთ 5 საათზე, მე მათ დავლოცავ”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბავშვების დალოცვის წესის აღდგენას გეგმავს.
“ჩვენ გვქონდა პარაკლისი ბავშვებისათვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისათვის. ჩვენ მათ სიონში ვლოცავდით, მინდა, რომ ეს წესი აღდგეს. დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს გაძლიერებული ლოცვა და დალოცვა. ამიტომ ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი და იქნება ლოცვა ბავშვებისათვის. ლოცვა 4 საათზე დაიწყება, პარაკლისი დაიწყება 5 საათზე. 5 საათისათვის უნდა მობრძანდეთ თქვენი ბავშვებით და პარაკლისს მე თვითონ შევასრულებ”, – მიმართა მრევლს ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში.
ყოველ ორშაბათს 5 საათზე !!!

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები