საზოგადოება

ყოფილი პრეზიდენტი, სამოთხე და ჯოჯოხეთი

შემდეგი 24 საათი ყოფილმა პრეზიდენტმა სასიამოვნოდ გაატარა

 

ჰირამის საიდუმლო – facebook-ის გვერდიდან

განწყობისათვის 🙂

კვდება ქვეყნის პრეზიდენტი და სამოთხის კართან ხვდება ანგელოზი შემდეგი სიტყვებით:
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამოთხეში ბატონო პრეზიდენტო. მაგრამ სამწუხაროდ მანამ სანამ თქვენ აქ დაგაბინავებთ, გვინდა ერთი პრობლემა მოვაგვაროთ. იცით რა…, ეს იშვიათობაა, რომ ამ დონის პოლიტიკოსი მოხვდეს სამოთხეში, და სიმართლე გითხრათ არ ვიცით რა გიყოთ. ამიტომ გადავწყიტეთ ერთი დღე ჯოჯოხეთში გაატაროთ, ერთ – სამოთხეში, ხოლო შემდგომ კი თქვენ თვითონ აირჩიეთ სად მოგესურვებათ დარჩენა სამუდამოდ.
პრეზიდენტი დათანხმდა. ანგელოზმა მიიყვანა იგი ლიფტთან და ყოფილი პრეზიდენტი ჩაუშვა ქვევით ჯოჯოხეთში. გაიღო ლიფტის კარები და მან ნახა ღია- მწვანე გოლფის სათამაშო მინდორი. შორიახლოს ელიტარული კლუბი საიდანც გამოდიან მისი ყოფილი მეგობარ-პოლიტიკოსები, რომლებთანაც ის ერთ დროს მუშაობდა. ისინი მოეხვივნენ ერთმანეთს, მოიგონეს ძველი დრო, როდესაც ერთად მდიდრდებოდნენ ხალხის ხარჯზე. შემდგომ ითამაშეს გოლფი, შემდეგ კლუბში წავიდნენ, იქ საუცხოო სუფრა იყო გაშლილი, ისაუზმეს… მათთან ერთად თვით სატანამ ისაუზმა, რეალობაში სატანა საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი აღმოჩნდა, თავაზიანი და კარგი მოსაუბრე. პრეზიდენტმა ვერც კი შეამჩნია თუ რა სწრაფად გავიდა დრო.
მოვიდა ლიფტი და ის ეხლა უკვე სამოთხეში ამოვიდა. შემდეგი 24 საათი ყოფილმა პრეზიდენტმა სასიამოვნოდ გაატარა. ღრუბლიდან ღრუბელზე დახტოტა, მღეროდა, უკრავდა არფაზე, ლოცულობდა, მოკლედ გაატარა ისე, როგორც სამოთხეში მყოფს შეეფერებოდა… დღე როგორც იქნა დამთავრდა და მივიდა მასთან ანგელოზი, რომ გაეგო ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილება.
ყოფილი პრეზიდენტი დაფიქრდა და უპასუხა:
– რა თქმა უნდა სამოთხეში კარგია მაგრამ მე ჯოჯოხეთი უფრო მომეწონა…
ანგელოზმა მხრები აიჩეჩა და მიაცილა იგი ლიფტამდე. როდესაც ლიფტი ჩავიდა ქვევით და გაიღო კარები მას სულ სხვა სურათი დახვდა… უკიდეგანო უდაბნო, აუტანელი სიცხე, სიბინძურე, ირგვლივ ნაგვების გროვა, ყველა მისი მეგობარი ძონძებში იყვნენ და აგროვებდნე ნაგავს…
მასთან მივიდა სატანა, მიესალმა და მეგობრულად მოხვია ხელი.
– მე ვერ გავიგე – წაიჩურჩულა პრეზიდენტმა – გუშინ ხომ აქ სულ სხვა …
სატანამ შეხედა მას, გაიღიმა და უთხრა:
– მეგობარო, გუშინ ჩვენ წინასარჩევნო კომპანია გვქონდა… დღეს კი შენ არჩევანი გააკეთე.

იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *