ეზოთერიკამთავარი ბლოკი

ყურადრება მიაქციეთ 26 თებერვლის მზის დაბნელებას (17:15წთ) რას გავლენას იქონიებს თევზების, ქალწულების, მშვილდოსანი და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის?!

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მოსალოდნელი მზის დაბნელების შესახებ:

მზის დაბნელება 26 თებერვალს, თევზების მე-8 გრადუსზე ხდება. დაბნელება იწყება თბილისის დროით 17:15 წუთზე, პიკს აღწევს 18:58 წუთზე, სრულდება 21:35 წ.
დაბნელება საქართველოში არ გამოჩნდება, მისი ხილვა შეეძლებათ მხოლოდ სამხრეთ ნახევარსფეროში.

ეს მზის დაბნელება მეტწილად დადებითი ტენდენციებით იქნება გამორჩეული. მას არ ახლავს უკიდურესად უარყოფითი მოვლენები, ისეთები, როგორც 11 თებერვლის მთვარის ნაწილობრივ დაბნელებას ჰქონდა.

ვინაიდან დაბნელება თევზების ზონაში ხდება და ამასთან, ამჟამად ნეპტუნიც თევზების ზოდიაქოს ნიშანს გადის – ეს იძლევა საშუალებას თამამად კონცენტრირდეთ ოცნებების ასრულებაზე, ეცადოთ მათი განხორციელება და ისეთი მომავლის შექმნა, რომელიც აქამდე ოცნებებშიც კი ვერ წარმოგედგინათ.

დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს.

დაბნელების დღეებში საუკეთესოა ლოცვა ან მედიტაცია. სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან. მოერიდეთ ადამიანებთან კამათს და აგრესიას.

ამ დაბნელების დადებითი ტენდენციები საშუალებას მოგვცემენ გავიმყაროთ სასარგებლო ურთიერთობები და ჩამოვიცილოთ ყველაფერი ძველი, დრომოჭული, ასევე ის ადამიანები და მოვლენები, რომლებიც ხელს გვიშლიან წინსვლაში, განვითარებაში, ან ემოციურად გვაზარალებენ. შეგიძლიათ დაუნანებლად წარსულს ჩააბაროთ ყველა ის მავნე ჩვევა თუ მისწრაფება, რომელიც არ გაძლევთ მიზნების განხორციელების, წინსვლის საშუალებას.

ასტროლოგიური თვალსაზრისით მზისა და მთვარის შეერთება საშუალებას იძლევა წინ წამოვწიოთ საკუთარი გეგმები, მიზნები, ოცნებები, დავგეგმოთ განხორციელების გზები (ამ მიზნისთვის მთვარის პირველი დღეა განსაკუთრებით სასიკეთო) და მთვარის მე-4 დღიდან დავიწყოთ მათი განხორციელება.

ეს დაბნელება განსაკუთრებით გავლენას მოახდენს, რომლებიც დაბადებულები არიან თევზების ზოდიაქოს პირველ დეკადაში (1-დან 10 გრადუსამდე, ანუ 21 თებერვლიდან 3 მარტამდე). მათ მით უფრო მოუწევთ საკუთარი ქცევების, შეხედულებების, მსოფლმხედველობის გადახედვა, ძველი ცუდი ჩვევების დავიწყება და ახალი გეგმების დასახვა, რეალური ნაბიჯების გადადგმა, პასუხისმგებლობების აღება და ბრძოლა.

დაბნელების ტენდენციები აგრეთვე მუტაბელური ჯვრის ნიშნებზე – ქალწულის, მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქოს იმ წარმომადგენლებზეც აისახება, რომლებიც პირველ დეკადაში დაიბადნენ (1-10 გრადუსის ჩათვლით), ან იმ ადამიანებზე, ვისაც პირადი პლანეტები ჰყავთ ამ გრადუსებზე.

ჩვენ უნდა შევძლოთ საზღვრების გარღვევა არა ნეგატიურად, არამედ სულიერი განვითარებით, ჰუმანურობით, მიტევების უნარითა და შემწყნარებლობით (მაგრამ არა სიბრიყვით!). საერთო ჯამში ეს დაბნელება პოზიტიურია და თქვენთვის იძლევა როგორც სულიერი, ისე ფიზიკური განახლების საშუალებას.

ამ დღეს არავის მისცეთ ცრუ დაპირებები, პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ ქმედებებზე. ნუ ეცდებით ვინმეს გადააბრალოთ საკუთარი უსუსურობა და უუნარობა. გახსოვდეთ, ყველაფერი თქვენს ხელშია! კარგი იქნება, ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ და გასცეთ მეტი სითბო, სიყვარული, გამოიჩინოთ თანაგრძნობა, გაუგოთ საყვარელ ადამიანებს, მისცეთ იმედი, გაამხნევოთ. ამ დღეს კარი იქნება თუ ბუნებაში გასვლას შეძლებთ. ვინაიდან თევზები მაღალ ხელოვნებასთანაც არის კავშირში, კარგი იქნება გამოფენების მონახულება, რომანტიკული ფილმის ნახვა, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა და სხვ.

რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, სიყვარული გაუგზავნეთ არამარტო თქვენს ახლობლებს, არამედ მთელ სამყაროს. ილოცეთ სამყაროში მშვიდობისთვის, სიკეთისა და სიყვარულის ზეობისთვის, არ დაგავიწყდეთ, ნეპტუნი სწორედ სამყაროსეული სიყვარულია და ამასვე მოითხოვს თითოეული ჩვენგანისგან!

წყარო: Aambebi.ge

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

აგრეთვე იხილეთ

Close