პოლიტიკარეგიონები

ყურძენი და ფული ყველას უნდა! რატომ ღელავს საქართველო კახელების ბიზნესზე?

ყურძნის მოყვანაც ბიზნესია!ეს ვერ გაიგეს კახელმა გლეხებმა და მთელ ქვეყანას გვავალდებულებენ, მათ ბიზნესს ვუშველოთ.

“კვირის პალიტრის” ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები 100%-ით ემთხვევა ჩემს ფიქრებსა და მოსაზრებას თითიდან გამოწოვილი თემის ამხელა აჟიოტაჟის შექმნასთან დაკავშირებით ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს კონკრეტული მედიის ასევე პოლიტიკური პარტიის წისქვილზე კარგად ასხამს წყალს და ხელს უწყობს ამჟამინდელი მთავრობის რეპუტაციის შელახვას, ასევე მასობრივი ნეგატიური აზრის ჩამოყალიბებას დღევანდელი ხელისუფლების მიმართ.

მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები…

kviris fiqrebiყოველ შემოდგომას მთელი ქვეყანა შიშით ელოდება, აბა, წელს რა ეღირება ყურძენი, კახელები კმაყოფილი იქნებიან, თუ წელსაც აქციებს გამართავენ და ვაზის აკაფვით დაგვემუქრებიანო.
merab metreveliყველა ხელისუფლებასთან გასდით ეს შანტაჟი და ისინიც ყოველ წელს ყვირიან. გამონაკლისი, მგონი, გასული წელი იყო, როცა ყურძნის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, წელს კი იმდენი აღარ ღირს და დაიწყო ქუჩების გადაკეტვა. საერთოდ, მევენახეობაც ისეთივე ბიზნესია, როგორიც ყველა სხვა. ერთ წელს შეიძლება კარგი მოგება ნახო, მეორე წელს ნაკლები, ან საერთოდ ჩაგივარდეს. ბიზნესი იმის რისკია, ვინც ამ ბიზნესს აწარმოებს, ხოლო ყურძნის მოყვანაც ბიზნესია! ეს ვერ გაიგეს კახელმა გლეხებმა და მთელ ქვეყანას გვავალდებულებენ, მათ ბიზნესს ვუშველოთ. გაჭირვებულის დახმარების წინააღმდეგი სულაც არა ვარ, მაგრამ რატომაა მთავრობა ვალდებული ფასის სუბსიდირება მოახდინოს, ვერ გავიგე. მაშინ იქნებ კარტოფილის ფასსაც დაამატოს რამდენიმე თეთრი, ან კომბოსტოს, ან ვაშლს. სუბსიდირება ხომ ნარკოტიკივითაა, ერთხელ რომ შესვამ, მერე ვეღარ გადააჩვევ.

მთავრობა, იმის მაგივრად, გლეხებს ასწავლოს, როგორ გახადონ თავიანთი ბიზნესი მომგებიანი, როგორ გაერთიანდნენ კოოპერატივებში და ყურძენი კი არ ჩააბარონ, არამედ თავად ჩამოასხან ქვევრის ღვინო, რომელიც საზღვარგარეთ სულ უფრო პოპულარული ხდება და გაყიდონ, ან ბევრი ჩურჩხელა გააკეთონ, ჩვენს ფულს აძლევს მათ, აზარმაცებს და სამაგიეროდ მაინც გინებას იღებს. ახია, არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით სუბსიდირებაზე უარს რომ ვერ ამბობენ და შანტაჟს ეგებიან.
წელს კი დგანან ცოტა მაგრად და მეტს არ დავამატებთ ფულსო, ამბობენ, მაგრამ 35 თეთრს ხომ მაინც ამატებენ? თუ ბევრია ყურძენი და ფასი აღარ აქვს, გაჩეხონ, რა პრობლემაა და სხვა რამე მოიყვანონ. და თუ ვაზი ისე უყვართ, რომ სხვა კულტურის მოყვანა არ უნდათ, მაშინ გაჩეხით რაღას გვემუქრებიან?!
მოკლედ, სანამ ხელისუფლება არჩევნებზე ხმების დაკარგვის შიშით სუბსიდირების პოლიტიკას გააგრძელებს, მანამდე ვერც კახელი გლეხები ისწავლიან რამეს და ვერც პრობლემა მოგვარდება! ამის მაგივრად, ღვინის სააგენტო ქართველებს ღვინის მოხმარების გაზრდისკენ მოგვიწოდებს და ზედმეტი ყურძენიც აღარ დარჩებაო. მოკლედ, ბევრი დალიეთ და გვეშველებაო. ეს ყოფილა ხელისუფლების სტრატეგია! -წერს მერაბ მეტრეველი

ინფორმაციისთვის შეგახსენებთ გასული წლების ფასს: 2008 – საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი – 45 თეთრი, 2009 – საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი – 50 თეთრი, 2010 – საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი – 60 თეთრი, 2011 – საფერავი 65 თეთრი, რქაწითელი – 75 თეთრი, 2012– საფერავი 1 ლარი, რქაწითელი – 1 ლარი, 2013– საფერავი 1,80 ლარი, რქაწითელი – 1 ლარი, 2014 – საფერავი 2,50, რქაწითელი – 1,05 ლარი.

ყურძნის ფასის ზრდა 2012 წლიდან ფიქსირდება რამაც რეკორდულ მაჩვენებელს 2014 წელს მიაღწია და აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში გლეხებს მადლობა არავისთვის გადაუხდიათ.

ბესო მახარაშვილი

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები