ეზოთერიკა

წყალში გაზავებული შაქარი მონეტებით ბარაქისთვის და როგორ მივხდეთ ჯადოს არსებობის შესახებ?

ბევრი თავის უიღბლობას, წარუმატებლობას თუ უფულობას წინაპართა ცოდვებს აბრალებს, ზოგიც – უბედობას და ზოგი კი რას აღარ. როგორც ბიოკორექტორი და ნუმეროლოგი ქალბატონი ნანა ამბობს, ყოველივე ეს შესაძლოა ხელოვნური ჩარევის ანუ როგორც მას ხალხი უწოდებს ჯადოს ბრალი იყოს. ბევრს აინტერესებს, შეუძლია თუ არა ჯადოს მათი ცხოვრების გაუარესება; შესაძლებელია თუ არა მისგან თავის დაღწევა. ასევე, არანაკლებ საინტერესოა, როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩაერივნენ თუ არა ჩვენს ცხოვრებაში ხელოვნურად ბოროტი ადამიანები.


ნანა:
თუ არ იცით როგორია მისი სიმპტომები და შედეგები უბრალო წარუმატებლობის დროს, არ უნდა იწუწუნოთ ჯადო მაქვს გაკეთებული ან მოჯადოვებული ვარ ამა და ამ ადამიანისგანო. ეს დიდი ცოდვაა, რადგან ხომ გაგიგონიათ, მომპარავმა ერთი ცოდვა ქნა და დამბრალებელმა ათასიო. ჰოდა, სანამ ვინმეს, რაიმეს დააბრალებთ, ჯერ კარგად დააკვირდით თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იქნებ, ეს ბოროტი ადამიანების მხრიდან გაკეთებული ჯადოს ბრალი სულაც არ არის და ის თქვენი არასწორი ცხოვრების წესის შედეგია. დამერწმუნეთ, ჯადო მართლაც საშიშია და მას შეუძლია, ისეთი ზიანი მიაყენოს ადამიანს, ცხოვრების აზრიც კი დააკარგვინოს და თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს. დღეს მის შედეგებზეც ბევრს საუბრობენ და მისგან დაცვის მექანიზმებზეც, განსაკუთრებით ჩვენ, პარაფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები, ანუ ის ადამიანები, ვისაც ამის გარკვევა რეალურად შეგვიძლია.

–ადვილია გამოიცნო აქვს თუ არა ჯადო გაკეთებული ადამიანს და რა ცვლილებები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში?

– რასაკვირველია, მე და ჩემნაირი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებისთვის ძალიან ადვილია ერთი ხელის შეხებით მივხვდეთ ჯადო აქვს თუ არა. მოჯადოებული ადამიანის ორგანიზმი უზარმაზარ ცვლილებას განიცდის. ხელოვნური ზემოქმედებით, ირღვევა ადამიანის ბიოველის სტრუქტურა, ასევე ენერგეტიკა და ხდება ენერგეტიკული არხების ბლოკირება. მოჯადოების შემთხვევაში, ჩნდება ენერგეტიკული ხვრელი და ადამიანის დაცვის ფუნქციის თავის თავზე აღების ნაცვლად, მას ღუპავს. ხალხში გავრცელებულია აზრი, თითქოს მოჯადოებულ უცხო ნივთებს, რომელსაც სახლში აღმოაჩენთ შარდით შეგიძლიათ, მოაშოროთ ჯადო. ანუ, შარდით გაწმინდოთ ის ნივთი და შემდეგ გადააგდოთ გამდინარე წყალში, მდინარეში. ასე ბევრი ადამიანი იქცევა და ამას არც მალავენ ჩემთან საუბარში. გეტყვით, რომ შარდით გაწმენდა არაფერს ნიშნავს, რადგან ჯადო მხოლოდ ცეცხლით ნადგურდება. მხოლოდ ცეცხლს შეუძლია, მისი ბოლომდე განეიტრალება და აღმოფხვრა.

– ესე იგი, სხვის ბედში ჩარევა დადებითად თუ უარყოფითად რეალურად შესაძლებელია?

– რასაკვირველია. აბა, ხელოვნური ჩარევა სხვა რა არის? უამრავი მჩხიბავი და მკითხავი მომრავლდა ჩვენს გარშემო თან, საკმაოდ სოლიდურ თანხებსაც იღებენ. გაფრთხილებთ, ნუ გაუკეთებთ სხვებს სიბოროტეს, მით უმეტეს, ნუ ეცდებით, საკუთარი ბედნიერება სხვის უბედურებაზე ააგოთ. ამას იმიტომ ვამბობს, რომ ძირითადად, ბედში ჩარევა ხდება ქალების მხრიდან მამაკაცის „დათრევაზე”. ამისთვის კი უკან არაფერზე იხევენ.

–  როგორც ვიცი თქვენ გარდა იმისა რომ შეუცდომელ დიაგნოზებს სვავთ როგორც ჯანმრთელობაზე ასევე ჯადოს არსებობაზე ამას გარდა თქვენ ხსნით კიდეც ყოველგვარი შელოცვების, კვერცხის გულებითა და სანთლების გარეშე. როგორ ახერხებთ?

–  მე ადამიანს მთლიანად ვუწმინდავ ბიოველს, იქ შეიძლება შთამომავლობითი წყევლა ან ჯადო შემხვდეს, შეიძლება ვინმესგან გადმოსული იყოს მასზე და ამას ჩემი ბიოკორექტული სეანსებით ვაკეთებ, გარდა ამისა მას ვუყენებ დაცვას რომელიც ახლოს აღარ უშვებს ჯადოს. თუმცა დაცვა ყოველთვის დგება ყველა პაციენტთან ოღონდ ეს ყველასთვის ინდივიდუალურია. მაგალითად მქონდა შემთხვევა როცა ერთ ბიზნესმენს ჩავუტარე სეანსები, გავუწმინდე აურა, დავუყენე დაცვა ფინანსურ წარუმატებლობაზე და გავუძლიერე ფინანსური შემოდინების ველი, ვუთხარი, რომ 6 თვეში ერთხელ შემოიარე ხოლმე კორექციისთვის რათა დაცვა არ მოდუნებულიყო და დამემუხტა ახალი ენეგრიით, მაგრამ არ დამიჯერა, მისი ბიზნესი გაფართოვდა, აშენდა და დაავიწყდა ნანა, მაგრამ 3-4 წლის შემდეგ როცა გავახსენდი აღარ მივიღე (იცინის).

– შეგიძლიათ რამე მარტივი მეთოდი გვასწავლოთ სახლის პირობებში როგორ მოვიზიდოთ ბარაქა?

– თუ ხელფასი აიღეთ ან მცირეოდენი შემოსავალი მოიტანეთ სახლში, ეს ფული მომავალში რომ გაორმაგდეს და მალევე არ დაგეხარჯოთ, შინ მისვლისთანავე, დადეთ მაგიდაზე და ზემოდან დაადეთ ოქროს სამკაული და შაქრის ნატეხი. ფულზე დადებული შაქრის ნატეხი და ოქროს სამკაული იმაში გვეხმარება, რომ უფრო მეტი ფული მოვიზიდოთ სახლში. კერძოდ, მაგიდაზე დაწყობილ ფულზე დადებული ოქროს სამკაული იმაზე აგებს პასუხს, რომ ეს ფული დიდხანს გაგყვეთ და კიდევ ბევრი სახსრები მოიზიდოს, მასზე დადებული შაქრის ნატეხი კი იმაზე იზრუნებს, რომ ეს ფული კარგ, ტკბილ, გემრიელ და სასიხარულო ამბებში დახარჯოთ. იმასაც გეტყვით, რომ ნურასდროს ისესხებთ სხვისთვის თანხას, თორემ, თავადაც ამ დღეში ჩავარდებით, არც ისეთ ადგილას დადოთ ფული, რომ მას სხვისი თვალი მოხვდეს, თორემ, მალევე დაგეხარჯებათ. კარგია, თუ სახლში მუდამ გექნებათ გამჭვირვალე ჭურჭელში ჩასხმული წყალი, რომელშიც შაქარია გაზავებული და ის ხურდა ფული ყრია, რომელიც ახალმთვარეობაზე აიღეთ, ან მაღაზიაში რამის ყიდვის შემდეგ დაგიბრუნეს. ძალიან ბევრი შემიძლია ასეთი რიტუალების შესახებ მოგიყვეთ, მოდით მომავალ კვირას ვისაუბროთ კონკრეტულად ამ თემაზე და დამიჯერეთ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვასწავლი თქვენს მკითხველს.

კითხვების არსებობის  შემთხვევაში, კონსულტაციისთვის ან დახმარებისთვის დაუკავშირდით თავად ქალბატონ ნანას და არ საიტის ადმინისტრაციას. T: 557 332 999

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები