ეკონომიკამთავარი ბლოკისაზოგადოება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქართული კომპანია თუ გამიზნული თანამშრომლობა რუსულ კომპანიასთან?!

საზოდადოების პროტესტი და უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოში ახლად შემოსულმა ტაქსის კომპანია “იანდექს ტაქსიმ” რომელთა რუქაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მითითებულია როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორია. აღშფოება უფრო გამძაფრდა რაც ქართული ტაქსის კომპანიაში დარეკვის შემდეგ მომხმარებელთან სწორედ რუსულმა ტაქსმა დაიწყო მისვლა.

Maia MamulaSvili  იმედი მაქვს, გამოვიჩენთ ერთსულოვნებას და არ ვივლით ამ კომპანიის ტაქსებით! დაბოგინობენ საქართველოში და ჩემი ქვეყნის ტერიტორიები ცალკე სახელმწიფოებად მიუთითებიათ რუკაზე! გამოვიძახე ტაქსი 200-200 და მოვიდა ეს… მძღოლს ვუთხარი რომ ამ მანქანაში არ ჩავჯდებოდი და მკითხა რატომო აუხსენი რატოც ვრეკავ ოპერატორთან რომ გავარკვიო რა ხდება და საიდან მოვიდა ეს ტაქსი ჩემთან არც მპასუხობენ და არც მირეკავენ… Taxi 2 200 200 იქნება აქ მაინც გამცეთ პასუხი საიდან მოვიდა ეს ტაქსი თქვენს კომპანიაში?!?!?!

 

Taxi 2 200 200 სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ მძღოლს რამდენი ტაქსის კომპანიის აპლიკაცია აქვს ჩაწერილი პლანშეტში ან მობილურში,
შესაბამისად მოხდა ისე რომ რამოდენიმე მძღოლს აქვს “იანდექსის” ტაქსის პროგრამაც და ჩვენი ანუ “ტაქსი ქალერი”ც, მისამართს ჩვენიდანაც იღებენ და”იანდექსიდანაც”.
ამიტომ გთხოვთ რომ გვაცნობეთ ყველა ფაქტი რომ გავიგოთ ვინ არიან ასეთი მძღოლები.
კიდევ ერთხელ დარწმუნებით გეტყვით რომ ჩვენი კომპანია გმობს რუსული ტაქსო კომპანიის ბაზარზე შემოსვლას! – წერია კომპანიის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე და იქვე უამრავი მომხმარებლის მწვავე კომენტარებია დართული:

Zedginidze Irma საერთოდ გასაუქმებელია თქვენი კომპანია.უზრდელი და თავხედი ოპერატორები.ბინძური მანქანები და საერთოდ აზზრზე არ ხართ რას ნიშნავს კლენთან მომსახურება

Manana Tsamalashvili რაშია საქმე ოპერატორი ერთ ტარიფს გვეუბნება და მძღოლი უფრო მეტს გვთხოვს – რას ნიშნავს ეს და ….

Qeti Gagnidze კარგი იქნება რომ არ იტყუებოდეთ და შეკვეთისას სხვა თანხას არ გვისახელებდეთ და ადგილზე მეტს არ გვძალავდეთ. ეს არის აფერისტობა

Mamuka Mikadze  დაახლოებით 3 თვის წინ “ოლიმპიკის” აუზთან გამოვიძახე, ნახევარი საათის მერე დამირეკეთ და მითხარით არ მოვაო… ეგ იყო და მაგის მერე აღარ გაგკარებივართ

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მომხმარებლის ლოიალურობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებით მოიპოვა და მათი წარმატების ერთერთი მიზეზი სწორედ ეს ნაბიჯი შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კომპანია “ტაქსი 2 200 200” მივიღეთ. – Fact2.ge

Gvantsa Dadiani გმადლობთ რომ ზრუნავთ შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე, ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელი ფაქტია. ეხლა რაც შეეხება პრობლემას რომელთან დაკავშირებითაც მაქვს თქვენთან კითხვა და იქნებ მიპასუხოთ. დღეს თქვენმა ერთერთმა მძღოლმა შემომჩივლა რატომ არ მითხარით აკურის ქუჩაზე(სპორტის სასახლესთან) თუ მიდიოდით არ ავიღებდი მისამართსო 🙂 2–3 დღის წინ სხვა მძღოლმაც მითხრა იგივე. როცა გამოველაპარაკე და ვკითხე მიზეზი– არ გვინდა და არ ვიღებთ,ვიწრო ქუჩებიაო.მაინტერესებს არის თუ არა ამის შესახებ ინფორმირებული თქვენი სამსახური? გმადლობთ წინასწარ.

Nat Noideaz Natenadze არაპიკის საათებშიც არის იგივე პრობლემა. ხშირად ზარებს არ პასუხობთ უკეთეს შემთხვევაში პირველივე ჯერზე და უარეს შემთხვევაში მეორე ჯერზე ანუ მაშინ როცა უკვე დიდი ხანია მანქანაა გამოძახებული. 

Taxi 2 200 200 გამარჯობათ! ზარებს ჩვენი ოპერატორები ყოველთვის პასუხობენ, მეტიც მათი ხელფასი მიღებულ ზარზე დამოკიდებული უბრალოდ კომპანიაშ უამრავი ზარი შემოდის და ამიტომ ხდება რომ პირველ ჯერზე ვერ გპასუხობთ ოპერატორი ან თუ გპასუხობთ ხშირად ითიშება ხოლმე, ეს პრობლემა არის ქსელიდან გამოწვეული და სამწუხაროდ ჩვენ ამის გამოსწორება არ შეგვიძლია..

Irinka Beshkenadze ჰო ღამის 3 საათზე აეროპორტში რომ დაავიწყდებათ შეკვეთა,მანამდე ყოველ ნახევარ საათში რომ ურეკავ და ახსენებ ეგეც პიკის საათის ბრალია?3ის მერე რეკავ დ პასუხს არავინ გცემს.ეს უკვე ორჯერ მოხდა თქვენს კომპანიაში.თორემ ისე უპასუხისმგებლო ოპერატორებზე და ტაქსისტებზე რაღა ვთქვა არ ვიცი
Taxi 2 200 200

”-ჩვენ პიარი არ გვჭირდება, საკმაოდ გადატვირთული სამუშაო გვაქვს. აბსოლუტურად ყველა თუ არა, მომხმარებლის 40% უკმაყოფილოა იმით, რომ კარგ მომსახურებას ვერ ვუწევთ, ანუ ვერ ვაწვდით ტაქსებს გადატვირთული რეჟიმის გამო. ვიმეორებ, რომ ეს არის დამსაქმებლებისთვის. ვაპიარებთ იმიტომ, რომ დამსაქმებლებმა ნახონ და არა მომხმარებლებმა. რაც მეტად გვაკრიტიკებენ, უფრო ფორმაში ვიქნებით და მომსახურების ხარისხსაც გავაუმჯობესებთ. ჩვენ ვვითარდებით, 6 ადამიანით დავიწყეთ თებერვალში და 13-მდე ავედით. თვეში 1 ადამიანის დამატება, ჩემი აზრით, ცუდი შედეგი არ არის.” – აცხადებენ კომპანიაში.

FACT2.GE

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები