მთავარი ბლოკისაზოგადოება

შეიძინეს სოფ. უდაბნოში ორი, მიტოვებული ბლოკის სახლი და ერთში გააკეთეს ჰოსტელი “უდაბნო”, ხოლო მეორეში – კლუბი “ოაზისი”, რესტორანითა და კაფეთი.

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის facebook-ის გვერდიდან.

ამ ახალგაზრდა პოლონელმა კაცმა, რომელსაც ქსავერი ქვია, ვარშავაში ცხოვრებას საგარეჯოს რაიონის სოფ. უდაბნოში ცხოვრება არჩია: ვარშავაში კარგია ცხოვრება, მაგრამ აქ ჯობიაო, მითხრა. ის მეუღლესთან ერთად, რომელიც სულ მალე ბავშვს ელოდება, ორიოდე წლის წინ საქართველოში გადმოსახლდა. შეიძინეს სოფ. უდაბნოში ორი, მიტოვებული ბლოკის სახლი და ერთში გააკეთეს ჰოსტელი “უდაბნო”, ხოლო მეორეში – კლუბი “ოაზისი”, რესტორანითა და კაფეთი. ყველაფერი არის ძალიან მარტივად და უბრალოდ გაკეთებული, მინიმალური ფინანსური დანახარჯებით, მაგრამ სუფთად და გემოვნებით. რესტორანში დასაქმებული ყავს სოფლის მოსახლეობა, რომლებიც შესანიშნავი სვანური და მეგრული გემრიელობებით გაგიმასპინძლდებიან – მარტო სულგუნისგან ათამდე დასახელებას შემოგთავაზებენ. ეს ადგილი გარეჯში მიმავალი თუ იქიდან მომავალი ყველა უცხოელი ტურისტის საყვარელი ადგილია.
მოკლედ … გული გულობდეს და სამუშაოს ყველგან იშოვის კაციო, ძველი პოლონური ნათქვამია

P.S. ჰო, კინაღამ დამავიწყდა: ქსავერიმ მითხრა, რომ შვეიცარიის საელჩოში შეიტანა პროექტი და მალე სოფ. უდაბნოში კულტურის სახლსაც გააკეთებს![hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები