მთავარი ბლოკირეგიონები

შემოგვიერთდით! თუ კი ერთხელ მაინც მოილოცავთ “დედოფლის” ხატს ღვთისმშობლის ძალას აუცილებლად იგრძნობთ

გაემგზავრეთ “დედოფალთან” ერთად წმინდა მიწაზე!

ვისაც ჯერ კიდევ არ მოგილოცავთ და არ გიგრძვნიათ ღვთისმშობლის ძალა, ერთხელ მაინც მოილოცეთ “დედოფლის” სასწაულმოქმედი ხატი და გაიზიარებთ ქვემოთ დაწერილი თხოვნა.

dedoflis xatiგთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ ეს სიახლე, რათა ინფორმაციამ მიაღწიოს ყველა მსურველამდე.

(ორგანიზატორები “დედოფლის” თანმხლები მომლოცველებისთვის, აწესებენ სპეციალურ, ყველაზე დაბალ ფასს ამ ტიპის მოგზაურობისთვის.)

სექტემბრის ბოლო რიცხვებში (26-30 რიცხვამდე იგეგმება გამგზავრება, ჯგუფის შეკრების მიხედვით) “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” წმინდა მიწაზე მიემგზავრება. მოგზაურობის ხანგრძლივობაა 7 დღე. უკვე დაიგეგმა სპეციალური მარშრუტებიც, რა გზასაც გაივლის “დედოფალი”. ჩვენი მოგზაურობის ორგანიზატორის შემოთავაზებით, შესაძლებელია ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღონ მომლოცველებმაც. შომლოცველთათვის გაკეთდა სპეციალური ფასიც, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გექნებათ მაქსიმალურად მოილოცოთ წმინდა მიწის უმნიშვნელოვანესი ადგილები და რაც მთავარია იყოთ მხლებლები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლი საკვირველმომქმედი ხატისა “დედოფალი”
გთავაზობთ მოსალოცი ადგილების არასრულ ჩამონათვალს, რადგან ტურს კიდევ ემატება სანახავი ადგილები:
ქ. ლოდი – წმინდა გიორგის საფლავი.
patriarqi dedoflis xattanგალილეა, ნაზარეთი, ხარების ტაძარი, ღვთისმშობლის წყარო, მარიამის ჭა, მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარი. გალილეის კანა: კანას ტაძარი (უფლის პირველი სასწაული კანას ქორწილში), გალილეის ზღვა. ტაბგა: ადგილი პურისა და თევზის სასწაულებრივად გამრავლებისა. კაპერნაუმი: თორმეტი მოციქულის მონასტერი. თაბორის მთა, მდინარე იორდანე -განბანვა იორდანეში.
მკვდარი ზღვის მონახულება,
იერუსალიმში სანახავი ადგილების მცირედი ჩამონათვალი:
გავივლით მაცხოვრის გზას (ვია დოლოროსა), მაცხოვრის ტაძარი: გოლგოთა, გარდამოხსნის ადგილი, მაცხოვრის საფლავზე შესვლა კუვუკლიაში, ადამის საფლავის ნახვა და ტაძრის სხვა ღირსშესანიშნაობები ტაძრისა. სიონის მთა, საიდუმლო სერობის ეკლესია, ზეთისხილის მთა,ამაღლების მონასტერი, ტაძარი სადაც უფალმა ასწავლა “მამაო ჩვენო”, წმინდა მარიამ მაგდალინელის ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ღვთისმშობლის საფლავი, გეთსემანიის ბაღი, სვიმონ მიმრქმელის საფლავი, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი.
მაცხოვრის შობის ტაძარი, საბა განწმენდილის ლავრა (უნიკალური კომპლექსი) და საფლავი, იოანე დამასკელის საფლავი, იერიქონი -ცდუნების მთა (ასევე უნიკალური სამონასტრო კომპლექსი)
“მწყემსთაველი”.. ამადგილი სადაც გამოეცხადა მწყემსებს უფლისა ნგელოზი და აცნობა მაცხოვრის შობის შესახებ .
dedoflis xati samebashiკაპერნაუმი.. სინაგოგა, სადაც შაბათობით ქადაგებდა იესო.
ქვა, რომელთანაც მაცხოვარმა ილოცა ჯვარცმის წინ გეთსიმანიის ბაღში. ადგილი, გალილეის ზღვასთან, სადაც იესო მესამედ გამოეცხადა მოწაფეებს.. მაცხოვრის ფეხის ანაბეჭდი ზეთისხილის მთაზე, ამაღლების დროს. ადგილი სადაც დედოფალმა ელენემ იპოვა ცხოველმყოფელი ჯვარი, ადგილი სადაც მაცხოვარი ლოცულობდა იერუსალიმში შესვლის წინ, ესაა ერთადერთი ტაძარი, რომის საკუღტხეველიც დასავლეთითაა განთავსებული. მეფე დავით მეფსალმუნეს სასახლე და საფლავი იერუსალიმში. ოქროსკარიბჭე.. ებრაული ტრადიციით ეს ისკარიბჭეა, რომელშიც მესია იერუსალიმში უნდა შემოვიდეს მეორედ მოსვლისას. კარიბჭე დალუქულ იქნა 1541 წელს ოსმალეთის სულთან სულეიმან I-ისმიერ. გამოქვაბული ელეონის მთასთან სადაც დაასაფლავეს ლაზარე.
თავისთავად იერუსალიმში მოვინახულებთ სხვა ღირსშესანიშნაობებსაც, რომლითაც ეს ქალაქია გაჯერებული.
მოგზაურობას შესაძლებელია კიდევ დაემატოს რამოდენიმე მარშრუტი.
როგორც ხედავთ, ეს გზა, რომელსაც “დედოფალი”, გაივლის, თავისი შინაარსით გრანდიოზულია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ თქვენთვისაც მოგვეცა შესაძლებლობა გამხდარიყავით მხლებლები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკვირველმომქმედი ხატისა და რაც მთავარია ეს დიდი მარშრუტი ყოფილიყო ხელმისაწვდომიც.
დამატებით დეტალებს მოგაწვდით უახლოეს დღეებში. მსურველებმა შეგიძლიათ თქვენი ინტერესი კომენტარებშიც გამოხატოთ. იმედია ჯგუფი შეიკრიბება და “დედოფალი” ამ უმნიშვნელოვანეს გზას დიდი ამალით გაივლის.
გაგახაროთ და სიხარული მოგანიჭოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს:

https://www.facebook.com/pages/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/1497943103810556

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები