ეკონომიკაპოლიტიკასპორტი

შესაძლოა ალეკო ახვლედიანი პროკურატურაში დაიბარონ

დაინტერესდება თუ არა მთავარი პროკურატურა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტში არსებული შესაძლო კორუფციული გარიგებებით და ჩატარებული ტენდერებით?

„პირველი რადიოსთვის“ ცნობილი ხდება, რომ თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, თანხების შესაძლო არასწორ ხარჯვასთან და ჩატარებულ ტენდერებთან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციების და ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, შესაძლოა მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ინფორმაციის თანახმად, შესაძლო კორუფციული ფაქტებით და გარიგებებით, მთავარი პროკურატურის გარდა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ალექსანდრე ახვლედიანი დაკითხვაზე დაიბარონ. აღნიშნული ინფომრაციის გადამოწმების მიზნით, „პირველი რადიო“ საქართველოს მთავარ პროკურატურას და ოლიმპიური ფესტივალის ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.
Untitled

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები