მთავარი ბლოკიშოუ-ბიზნესი

შვეიცარიისა და გერმანიის შემდეგ 1 ნოემბერს “გალერეა ვერეში” ომო გეთის პერსონალური გამოფენა Sense 7

  1 ნოემბერს „გალერეა ვერეში“ ფოტოხელოვანი ომო გეთი შვეიცარიასა და გერმანიაში გამართული გამოფენების შემდეგ, საქართველოში თავის პირველ პერსონალურ გამოფენას გამართავს.

გამოფენა სახელწოდებით “Sense 7” – ხელოვნების ორ უმნიშვნელოვანეს დარგს – მუსიკასა და შეყოვნებულ წამს აერთიანებს; წამს,  მოცემული ფოტო მასალა წარმოადგენს გრძნობებისა და შუქჩ-რდილების დრამატულ პალიტრას, რომელიც დაკავშირებულია ფუჭად გაფლანგულ დროსთან… ფოტოგრაფი პრიორიტეტად მიიჩნევს ველურ, ბავშვურ მავნე ჩვევებს, რომლებიც განპირობებულია კინემატოგრაფიისადმი ლტოლვით და დროით, რომელიც ოცნების მოლოდინში დაიკარგა.

გამოფენის მიზანია აჩვენოს ინდივიდუალიზმის მნიშვნელობა, რადგან სწორედ ისაა წყარო სხვა ველური, მაგრამ წრფელი სილამაზისა.

ომო გეთი ფოტოგრაფიამ 20 წლის ასაკში გაიტაცა. თბილისში სამხატვრო აკადემიის, არქტიექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კი გერმანიაში გადავიდა სასწავლებლად. ომო პიტერ ლინდბერგისა და „ჰენსელის“ მასტერკლასების გავლის შემდეგ, მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა: Culture, Timezone და Olymp. პარალელურად მუშაობდა სათვალეების კომპანიაში და თანამშრომლობდა მსოფლიოს ისეთ ცნობილ ბრენდებათან, როგორიც არის: Amg, Lunor, D&G, Monocool, Ici Berlin. მისთვის დღემდე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტივ  ჯობსის სათვალის სერიულ წარმოებაზე მუშაობა, რომელეც სათვალეების ცნობილმა კომპანიამ Lunor – მა დაუკვეთა.

საკონტაქტო ინფორმაცია: email omostudio@yahoo.com ტელ: 599 78 23 35; 599 44 28 78

 www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *