მთავარი ბლოკისაზოგადოებაშოუ-ბიზნესი

შვილის გადარჩენაზე უნდა ვლოცულობდეთ და არა დედას ვლანძღავდეთ! – იცნობდეთ დაუნდობლებს…

ადამიანების სიძულვილი და დაუნდობლობა ყოველგვარ ზღვარს სცილდება!

ამის დასტურად ნიკოლოზ რაჭველმა და კიდევ უამრავმა ცნობილმა თუ არა ცნობილმა ადამიანმა საკუთარი აზრი სოციალურ ქსელში დააფიქსირა.

ძალიან არ მინდოდა რეაგირება, არ მიყვარს როცა საზოგადოების ერთი ნაწილი მეორეს აკრიტიკებს, მაგრამ ვერ შევძელი… მაქვს კითხვა: ამ და სხვა უამრავი მსგავსი შინაარსის და სულისკვეთების კომენტარის ავტორებს დედები არ ზრდიდნენ? ხოდა მაგათი დედები… პირველად შევიგინე ასე საჯაროდ – წერს ნიკოლოზ რაჭველი 

eva barbaqadzeფოტოზე გამოქვეყნებულ კომენტარებს ასევე ეხმაურება მაია სტეფნაძე: ადამიანებო რა გჭირთ, რამ გაგაბოროტათ ასე. ნუთუ ისე გშურთ წარმატებული და ლამაზი ქალის, რომ ღმერთიც გავიწყდებათ და რწმენაც? საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება, რა გიხარიათ, ვის განიკითხავთ? მარიამ მაგდალინელი ცხონდა და თქვენ, ფარისევლებო ჯოჯოხეთისთვის იმზადებთ სულებს

ასევე სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი წერს:- “შორენა ბეგაშვილის შვილის გადარჩენაზე უნდა ვლოცულობდეთ და არა დედას ვლანძღავდეთ… ეს იმ შემთხვევაში, თუ გვწამს რამე და თუ ადამიანად დავიბადეთ და გავიზარდეთ!”.

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე : – ახლახანს შევიტყვე ზოგიერთის კომენტარებიდან  14 წლის ბავშვის ამბავზე-დედის ცოდვებმა უწიაო…..არც ვიცი რა ქვია ამის მთქმელს და რა პასუხი უნდა გასცეს ადამიანმა….მე არ გამიჩნდა პასუხის სურვილი – უბრალოდ ანწუხელიძე გამახსენდა, ჟიული შარტავა,ცოტნე დადიანი და სხვა ბევრიც…..ახალგაზდები დაიღუპნენ და ნეტა მათი დედები რას სცოდავდნენ ასეთს?….
ღმერთმა აშოროს ამ ბავშვს ყველაფერი ცუდი. უბრალოდ მომინდა ეს კითხვა დამესვა მათთვის, ვისაც უბედური შემთხვევა ან ვინმეს დაღუპვა “ღმერთის სასჯელი” ჰგონია…….

იცნობდეთ დაუნდობლებს:

icnobdet

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები