ეს ყველამ უნდა იცოდესმთავარი ბლოკისაზოგადოება

შვილი ემიგრანტ დედას: მამა? მამაც მენატრებოდა, მაგრამ დედა… დედის სითბო სხვარამეა!

ამ ნაწერს ისინი ვერ გაიგებენ ვისაც დედის გარეშე არასოდეს უცხოვრია!…

რამდენი წელი ველოდებოდი დედის დაბრუნებას, რამდენჯერ მინატრია მისი თბილი ხელი, რამდენი ღამე დამთენებია იმაზე ფიქრით როგორი იქნებოდა წლების შემდეგ ჩვენი შეხვედრა, რამდენჯერ მიგრძვნია ის სუნი როცა საწოლში ვითომ მძინარეს მაკოცა და სახლის კარი უვადოდ გაიხურა – მე კიდევ სუნთქვა შეკრული ჩუმად ვუსმენდი როგორ ემშვიდობებოდა მამას და მაშინ მივხვდი, რომ მალე მამაც აღარ იქნებოდა ჩემს გვერდით… მერე იყო თინეიჯერობის და ყმაწვილკაცობის ფრთამოტეხილი წლები, ქორწილი სადაც ქოჩორი დედის გარეშე გადავივარცხნე.

ახლა როცა დამიბრუნდა და ჩემს გვერდით ზის მინდა მაგრად ჩავეხუტო და გულში ჩამიკრას, მაგრამ ცოლ-შვილის წინაშე ამის გაკეთებას ვერ ვბედავ – მეუხერხულება. არადა ამას თვითონაც არ აკეთებს… ალბათ მასაც იგივე სჭირს.

ეშმაკობა ვიხმარე, ტელეფონით „სელფის“ ერთად გადაღება ვთხოვე ისე რომ ჩამხუტებოდა და ლოყაზე ეკოცნა. ეს იყო პირველი განსხვავებული კოცნა მას მერე რაც უკანასკნელად მძინარეს განსხვავებულად მაკოცა. ის ის იყო ვფიქრობდი ეხლა გაიწევა მეთქი, მაგრამ რომ ჩამეხუტა ყველაფერი ისე მოხდა როგორც ამ წლების მანძილზე წარმომედგინა.

მამა? მამაც მენატრებოდა, მაგრამ დედა… დედის სითბო სხვარამეა!

კიდევ ბევრი რამის დაწერა მინდა, აღარ მეძინება, ვფიქრობ დიდიხანი აღარ დამეძინება და ცხოვრებაში არასოდეს აღარ გამიჭირდება. უცნაური გრძნობა მაქვს, რაღაცნაირი… თითქოს გუშინდლამდე ჩემი ცხოვრება ნაცრისფერი იყო და ახლა ერთბაშად გაფერადდა სამყარო.

ემიგრანტებო თქვენ ვერასოდეს ვერაფრით შეუვსებთ შვილებს იმ დანაკლისს რასაც დედის სითბო ჰქვია, მით უმეტეს როცა იმ ასაკში გვტოვებთ როცა სიყვარულს თქვენით ვსწავლობთ და სწორედ ამ დროს ჩვენს ნაცვლად იღებთ გადაწყვეტილებას – გვინდა თუ არა  დედის გარეშე ასეთი „უზრუნველი მომავალი“…

FACT2.GE – მასალის გამოყენების პირობები

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები