იუმორისაზოგადოება

შოკისმომგვრელი განცხადება ბინის გაქირავებაზე რომელიც ყველას შოკში აგდებს

homeგ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: ქირავდება მხოლოდ სტუდენტებზე ან მომუშავე ბიჭზე., სადღეისოდ თავისუფალია 1 ადგილი, რადგან ორი ახალგაზრდა სტუდენტი ბიჭი, ჯერ ჯერობით ცხოვრობს ამ ბინაში. (წაიკითხეთ ტექსტი ბოლომდე) ყურადსაღები ინფორმაცია გამქირავებლისგან: 4-ოთახიანი, ჩეხური პრ. 4(9), 120 კვ.მ. კომფორტული და კეთილმოწყობილი ბინა 3 ბიჭზე, თითოეულზე 250 ლარად თვეში + კომუნალური ხარჯები და სწრაფი WiFi ან კაბელური (ულიმიტო) ინტერნეტით შეუზღუდავი მოხმარება = 0 თეთრი ანუ ყველა სახის კომუნალური გადასახადი და ინტერნეტით სარგებლობა უ ფ ა ს ო ა. დედაქალაქში სასტუმროსავით გაწყობიhomeeeeლ და ყველაფრით უზრუნველყოფილ ბინაში, ქირით ცხოვრება მართლაც მიზერული ფასია, სხვაგან მსგავსი ბინის ფასი შეადგენს მხოლოდ ერთი დღის საფასურს, აქ კი ზემო აღნიშნული თანხა მთლიანი ერთი თვის ღირებულებაა, ამიტომაც ეს არის აბსოლუტურად მცირე თანხა მრავალოთახიან, მორთულ-მოკაზმული ბინისთვის გადასახდელად, სადაც შემოგაქვთ მარტო თქვენი ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული, პირსახოცი და სასწავლო წიგნი, სხვა არაფერი, რადგან ყველანაირი საჭირო ნივთი აქ ადგილზეა. განმარტებისთვის: ვაგზალზე შემოთავაზებით ერთ ადამიანზე ღამის გათენების გადასახდელი ფასია 30-40 ლარი, აქ კი ერთ მამაკაცს დღე-ღამეში უწევს მარტო 8 ლარი და 30 თეთრის გადახდა, გააკეთეთ შედარება. შენიშვნა: ეს ბინა, ოჯახზე (ცოლ-ქმარზე) არ ქირავდება, რადგან მეპატრონე ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ცხოვრობს ამავე ბინაში, ამიტომ სულ სამი მამაკაცი მდგმური, რომელიც მოწესრიგებულნი, სისუფთავის მოყვარულნი და ერთმანეთისთვის მისაღები იქნებიან, იცხოვრებენ ამ ბინაში ერთად, დამქირავებლის წესების სრული დაცვით და მათი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) წესრიგში ჰქონით. გთხოვთ გაითვალისწინოთ: დამქირავებლის მიერ ბინაში სხვა (უცხო) პიროვნების მოყვანა, თუნდაც სტუმრის სტატუსით (წინასწარი გაფრთხილების და თანხმობის არ ჰქონის გარეშე) – კატეგორიულად დაუშვებელია! უსაფრთხოების მხრივ დაცული ბინა, სრული homexკომფორტით: თანამედროვე ავეჯით, საოჯახო, საყოფაცხოვრებო და სამზარეულო ტექნიკის მთლიანი აღჭურვილობით, მაცივრით, გაზქურით, სარეცხი მანქნით, ელექტრო ღუმელით, ყავის მოსადუღებელი აპარატით, ცივი ყავის აპარატით, წვენის საწური აპარატით, გლიასეს აპარატით, ბლენდერით, მიქსერით, შეიკერით, სხვადასხვა ხელსაწყოებით, კომბაინით, ოთხივე ოთახში, კედელზე დაკიდული ტელევიზორით, ჭურჭლით, ლოგინით, გათბობის და გაგრილების საშუალებით, ცხელი წყლით, შხაპით, სატელიტით (1050 არხი) და საუკეთესო (60 ლარიანი პაკეტი-ს) ინტერნეტით. ბინა მდებარეობს საკურორტო ზონაში (თბილისის ზღვის სიახლოვეს) მისამართით: მუხიანი (მეტრო “ახმეტელის თეატრთან” ახლოს), დუმბაძის გამზირზე. დაასწარი ქირავნობა სხვას!. დამიკავშირდით ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სატელეფონო ოპერატორისგან: 555 (ჯეოსელი) ან 599 (მაგთი) ან 579 (ბილაინი) ან 790 (მაგთიფიქსი). დ ა ვ ი თ ი.

home news

(ნომრებს გასაგები მიზეზების გამო  არ ვწერთ – “ფაქტორი”)

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები