მთავარი ბლოკირეგიონები

შრი-ლანკის კათოლიკურ ეკლესიაზე განხორციელდა ტერორისტული აქტი, დაღუპულია 138 და 400 მეტი ადამიანი დაშავდა

დღეს, სააღდგომო კვირის ბრწყინვალე დღესასწაულზე შრი-ლანკის ისტორიულ კათოლიკურ ეკლესიაზე განხორციელდა ტერორისტული აქტი.

აფეთქების შედეგად დაღუპულია მინიმუმ 138 ადამიანი და 400-ზე მეტი დაიჭრა.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე შრი-ლანკაში ამოქმედდა 8 ბომბი და მთშორის თავდასხმის ძირითადი ობიექტი გახდა კათოლიკური ეკლესიები სადაც აღევლინებოდა სააღდგომო წირვა-ლოცავ. ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მოხდა კიდევ რამდენიმე ბომბის გაუნებელყოფა რომელიც განთავსებული იყო სხვადასხვა სასტუმროებში – ძალოვან უწყებაში აცხადებენ რომ თავდასხმა გახორციელდა უცხოქვეყნის მოქალაქეების მიერ.

პრემიერ-მინისტრმა რაინილ ვიკრამინგმა დაგმო თავდასხმები – ძალადობის ასეთი მასშტაბური და უკიდურესი მოქმედება სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგაც არ მომხდარა – განაცხადა პრემიერმა.

გარდაცვილთა შორის არიან ბრიტანელი, ჰოლანდიელი, ამერიკელი და იაპონელი ტურისტებიც.

ჯერ კიდევ 10 დღის წინ შრი-ლანკის პოლისიის უფროსის მიერ გაკეთდა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ თვითმკვლელი ტერორისტები გეგმავდნენ მასიურ თავდასხმას ყველაზე დიდ ეკლესიებზე, რომელთა მიზანია მოსპონ სხვა რელიგიისა და ამღმსარებლობის მიმდევრები.

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *