მთავარი ბლოკისაზოგადოება

შსსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სიმულაციური სწავლება ჩაატარეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა სკოლა-პანსიონ „აიბი მთიებში“ სიმულაციური მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძრის დროს მოსწავლეების ევაკუაცია განახორციელეს. აღნიშნული სწავლება სააგენტოს მიერ წამოწყებული კამპანიის ,,სამოქალაქო უსაფრთხოება სკოლებში’’ ფარგლებში ჩატარდა.
თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მთავარი სამმართველოს ვაკე- საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის სამმართველოების მეხანძრე-მაშველებმა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაუტარეს. წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, მეხანძრე-მაშველებმა სკოლაში მიწისძვრის შედეგად გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს და შენობიდან 850 მოსწავლისა და მათი მასწავლებლების ევაკუაცია განახორციელეს.სწავლების ფარგლებში მაშველებმა სპეციალური საკაცითა და კალათებით სკოლის შენობიდან სამი “დაშავებული” ჩამოიყვანეს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი საგანგებო სიტუაციების დროს მოსწავლეებისა და სკოლის პერსონალის მზადყოფნა, თვითგადარჩენის უნარ-ჩვევების შეძენა და გაუმჯობესებაა. 

[su_slider source=”media: 3144,3145,3146,3147,3148,3149,3152,3150,3151,3143″ limit=”25″ link=”image” width=”1000″ height=”500″ title=”no” pages=”no”]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები