იუმორისაზოგადოება

ჩვენთვის შევიძენთ ექსტაზს და კოკაინს. თან ვილოცებთ, რომ დროზე გამოიგონონ შიდსის წამალი.

ოჯახის უფროსმა შემთხვევით შეიხედა შვილის ჯოშუას ოთახში და ხედავს შვილის ნივთები არ ჩანს, ვერც ტანსაცმელი შენიშნა, მამა შეცბა, შვილი მხოლოდ 15 წლისაა… და აი წერილი, წერილი დაინახა:

,, მამა მე გწერ შენი შვილი ჯოშუა, ძალიან ვწუხვარ, რომ ესე მოხდა, არ მინდოდა, მაგრამ სიყვარულს დიდი ძალა ჰქონია…თან ვიცოდი რომ შენ და დედაჩემი სკანდალს მომიწყობდით.

მე და ჩემი ახალი შეყვარებული სთეისი გავიქეცით. სთეისი ულამაზესი და უსაყვარლესი გოგონაა, მერე რა რომ ის ჩემზე 15 წლით უფროსია, ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და არ შეგვიძლია სხვანაირად, თანაც სთეისი ფეხმძიმეთაა. სთეისი ფიქრობს, რომ ჩვენ ვიქნებით ბედნიერები, მას ტყეში აქვს პატარა ქოხი, უკვე მოვიმარაგეთ შეშა, ამ ზამთარს გვეყოფა. ჩვენ გვეყოლება ბევრი შვილები. სთეისიმ ამიხილა თვალი და დამარწმუნა, რომ მარიხუანა არ არის საწამლავი, პირიქით სასარგებლოა ორგანიზმისთვის, ჩვენ გვინდა მოვიყვანოთ მარიხუანის დიდი მოსავალი, ჩვენც მოვიხმართ და ნაწილს მეგობრებზეც გავყიდით. მოგებული ფულით ვიცხოვრებთ, მოვუვლით სთეისის შვილებს,რომლებიც ძალიან მიყვარს და ჩვენთვის შევიძენთ ექსტაზს და კოკაინს. თან ვილოცებთ, რომ დროზე გამოიგონონ შიდსის წამალი, რათა სთეისი დროზე გამოჯანმრელდეს…. ის საოცრად ლამაზი და კარგია, ის იმსახურებს იმას , რომ დიდხანს იცოცხლოს…

შენი შვილი ჯოშუა.

P.S. მამა, ყველაფერი ეს მე მოვიგონე, მინდოდა შეთვის და დედაჩემისთვის შემეხსენებინა, რომ ცუდ ნიშნებზე ბევრად ცუდი არსებობს ცხოვრებაში. ჩემი სკოლის ნიშნები დავტოვე სამზარეულოს მაგიდის უჯრაში, იმედია ძალიან აღარ გამიბრაზდები.
მე ჯეისონთან ვარ სახლში, დამირეკე როდის შეიძლება დავბრუნდე.”

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები