გია ჯაჯანიძე

ჩვენი ფიქრის, ქმედებისა და საქციელის მიხედვით გვეძლევა ის რაც მოვიზიდეთ – გია ჯაჯანიძე

ადამიანი, რაც უნდა გახსნილი იყოს, მაინც საიდუმლოებით არის მოცული.

უკიდეგანო ფანტაზია, ავი ზრახვები და დაეჭვებული აზრები. საზღვარი არ აქვს ადამიანის მზაკვრობას, ამპარტავნებას და პატივმოყვარეობას.
ზენიტშია ფარისევლობა და მოჩვენებითი კეთილშობილება.

ადამიანი გაეყარა სულიერებას და ვერ ხვდება მიზეზს.
მიზეზი შენშია. შენ ვერ დაინახე მშობლების და ახლობლების გაკეთებული სიკეთე. შენ ვერ დააფასე წარსული და აწმყო. ვერ დააფასე შენი ახალგაზრდობა, ვერ დააფასე რაც მოგეცა.
მეტი რომ მოინდომე, ყველაფერი რომ გინდა შენთვის, იფიქრე სხვაზე? არა!

თუ გონიერებას არ გამოიჩენ, არ იქნები თავმდაბალი და სიკეთით სავსე, მაშინ მოემზადე უფსკრულისათვის.
რეალურად შეაფასე ვინ ხარ შენ, მხოლოდ ამაშია შენი შველა.

ძალიან საშიშია თუ განდიდების მანიით იქნები შეპყრობილი და ამა ვერ გააცნობიერებ.
პატივმოყვარეობა, სიავე, შური, აგრესია და წინდაუხედაობა უნდა აღმოფხვრა შენში.

არამც და არამც არ გეგონოთ, რომ შეუცვლელი ხართ.
არასწორი ფიქრის, პატივმოყვარეობის შემთხვევაში
და სხვისი დაჩაგვრის გამო, წაგერთმევა ყველაფერი.

სხვის დასანახად, სხვისი გულის გასახეთქად და სხვის ჯინაზე არ გააკეთო არაფერი.
არ არის საჭირო შენი ბედნიერება სხვამ დაინახოს, შეაფასოს და გაიგოს. მთავარია, შენ იგრძნო ბედნიერად თავი და სხვასაც ბედნიერება უსურვო.

როცა იცი, რომ შენი შურთ და არ უხარიათ შენი ბედნიერება, მოერიდე ასეთ ადამიანებს, ნუ მისცემ შურისა და ბოღმის საშუალებას. უფრთხილდი იმედგაცრუებულ ადამიანებს.

ეძებე და იპოვე საკუთარი თავი, შეიცოდე და შეიყვარე.
შენ არ იქნები მარტო, თუ არ მოინდომებ დაჩაგრო სხვა.
შენ არ იქნები მარტო თუ არ ისარგებლებ შენი მდგომარეობით.
შენ არ იქნები მარტო, თუ არ გამოიყენებ ძალაუფლებას.

ბედნიერება, უბედურება, გამართლება, დამარცხება, ბოროტება და სიკეთე ჩვენშია, შენი ფიქრის, ქმედებისა და საქციელის მიხედვით გვეძლევა ის რაც მოვიზიდეთ.

 გიორგი ჯაჯანიძე.

www.fact2.ge

თეგები
იხილეთ მეტი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *