ეზოთერიკასხვაუკატეგორიო

ჩინელი ბრძენის უცნაური რჩევები

მიდიოდა გზაზე ბერი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მიაღწია “დაოს” უმაღლეს მწვერვალს, დაფიქრდა ცხოვრების აზრზე და ამ დროს მას გზა გადაუღობა დიდმა ნეხვის გროვამ:
– შეგჭამ! – დაიყვირა გროვამ.
ბერი მუხლებზე დაეცა და ატირდა, ნეხვის გროვამ კი ის შეჭამა.
მორალი: ყველაზე დიდი ნეხვის გროვის წინაშეც კი არ უნდა დაეცე მუხლებზე და არ უნდა ატირდე.

***
მიდიოდა გზაზე ბერი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მიაღწია “დაოს” უმაღლეს მწვერვალს, დაფიქრდა ცხოვრების აზრზე და ამ დროს მას გზა გადაუღობა დიდმა ნეხვის გროვამ:
– შეგჭამ! – დაიყვირა გროვამ.
ბერმა კი უპასუხა:
– ვერ შემჭამ.
ნეხვის გროვამ ბერი მაინც შეჭამა.
მორალი: რაც არ უნდა თავდაჯერებული იყოთ, აშკარა ფაქტები მაინც არ უნდა უარყოთ.

***
მიდიოდა გზაზე ბერი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მიაღწია “დაოს” უმაღლეს მწვერვალს, დაფიქრდა ცხოვრების აზრზე და ამ დროს მას გზა გადაუღობა დიდმა ნეხვის გროვამ:
– შეგჭამ! – დაიყვირა გროვამ.
ბერმა კი უპასუხა:
– არა მე შეგჭამ!
ბერმა დაიჭირა ნეხვის გროვა და შეჭამა.
მორალი: ზოგჯერ გამარჯვებასაც უცნაური გემო აქვს.

***
მიდიოდა გზაზე ბერი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მიაღწია “დაოს” უმაღლეს მწვერვალს, დაფიქრდა ცხოვრების აზრზე და ამ დროს მას გზა გადაუღობა დიდმა ნეხვის გროვამ:
– შეგჭამ! – დაიყვირა გროვამ.
ბერმა არაფერი უპასუხა და გზა განაგრძო. ნეხვის გროვა ატირდა და თავი მოიკლა.
მორალი: თუ ცხოვრების აზრზე დაფიქრდი დრო არ უნდა დაკარგო ნეხვის გროვებთან საუბარზე.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

აგრეთვე იხილეთ

Close