იუმორი

ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან.

„ჩირიკი და ჩიკოტელას“ გადაღება იყო ბიწმინდში. მსახიობები გაჩერებული არიან, მზეს ელოდებიან. გადასაღები მოედნის გვერდით სკოლა იყო. მოდის ყელსახვევიანი ბავშვი. რამაზ ჩხიკვაძემ რაღაც ჩასაწერი მოიმარჯვა და ეძახის: მოდი, ბიძიკო, აქ. არ გინდა ჩაგწერო, „პიონერთა დაფიონში“ გამოხვალო. ასეთი დილის გადაცემა იყო რადიოში მაშინ პიონერებისთვის. კი მინდაო, – გაუხარდა პიონერს. – წადი მაშინ, შვილო, ერთი ბოთლი ღვინო მოიტანეო, – უთხრა „ჟურნალისტმა“. გაიქცა ბავშვი და მოცვივდნენ ბავშვები. მომრავლდნენ გადაცემაში მონაწილეობის მსურველები და შედეგად პურმარილიც გაიშალა.
[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები