მთავარი ბლოკიპოლიტიკა

ცნობილი ადამიანების FACEBOOK-ის გვერდებიდან. 15 მაისი. 2015 წელი.

Simon Kiladze

რადგან თურქეთი გვშუამდგომლობს ნატოში შესვლას,
რადგან თურქეთი ალიანსში ქართველებს გვიწვევს,
რადგან თურქეთის პოზიცია პროქართულია,
იქნებ გვეშველოს…. ბრიუსელი ნეტავ თუ გვისმენს?
————–
არა მგონია, გერმანიამ და საფრანგეთმა თურქეთის პოზიცია გაითვალისწინონ და საქართველოს ნატოში მიღებას დათანხმდნენ. ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ მევლუდ-ეფენდის (ბეის), როგორც ნატოს მინისტერიალის მასპინძელს, რაღაც ისეთი უნდა ეთქვა, რომელიც ბევრ სტუმარს მოეწონებოდა, მაგრამ ფაქტიურად განუხორციელებელი იქნებოდა. ჰოდა, თურქმა მინისტრმაც, როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოს შეჰფერის, ისეთი რამ განაცხადა, რაც აქამდეც ბევრჯერ თქმულა, ბუქარესტის სამიტიდან დაწყებული. დაველოდოთ, ნატოს უმაღლესი დონის სამიტს ვარშავაში.

Georges Popkhadze

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ქართველი ებრაელი ქალბატონი ციპი ხოტოველი დაინიშნა, ვულოცავ ციპის და ვუსურვებ ძალიან მალე ისრაელის დიპლომატიის შეფობა აეღოს საკუთარ თავზე.

Merab Metreveli

მოკლედ, ნაცებმა პულტს თუ თითი არ მიაჭირეს, ოცნება პარლამენტის სხდომას ვერ ატარებს!.

Roman Gotsiridze

ლარი-ოცნების მესაფლავე!
მმართველი კოალიცია მგონი დღემდე ვერ ხვდება რა ხდება მის თავს და რა დღეში ჩავარდა ქვეყანა.
რეიტინგის უპრეცედენტო, 24 პროცენტამდე დაცემა( რომელიც ჯერ კიდევ არ ნიშნავს ფსკერს) ეკონომიკურმა არაკომპეტენტურობამ გამოიწვია. მოქმედებდნენ პრინციპით: უნახავმა რა ნახაო!
პირველივე წელს ძველი ნაშთებიდან ბიუჯეტის გაბერვა, მეორე-მესამე წელს იგივე, უკვე ვალების ხარჯზე, ფულის ხელგაშლილი ფლანგვა და ლარის დევალვაციის თვითდინებაზე მიშვება, არცერთი მაკროეკონომისტი მთავრობაში.
არავის გასჩენია სურვილი, რომ თუნდაც ერთი-ორი უცხოელი სპეციალისტი მაინც მოეწვიათ მრჩევლად და სტუდენტური 2030 ტელევიზიის ირგვლივ თავმოყრილი ” ექსპერტების” იმედად არ დარჩენილიყვნენ.
ყიველივე ეს სახიფათო სახეს იღებს. არც პერსპექტივა ჩანს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის.
ბოლო შანსი არის მთავრობის მიმართვა სავალუტო ფონდისადმი პროგრამის დაწყების თხოვნით. მაგრამ ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ ვითარებაში, როცა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი მოშლილია?

Irina Sarishvili
·
როცა ჭკვიანი მოწინააღმდეგე გყავს, ან თუნდაც მტერი, ცუდია, რა თქმა უნდა… მაგრამ შენც თუ გაქვს ჭკუა, თუ ვერ მოუგებ, გაიზრდები მაინც…
როცა მომხრე ან შენივე დაქირავებული “ოპონენტი”, იგივე ფარული მომხრე გყავს უტვინო, ოი როგორი ძნელია unsure emoticon
იცოდით ეს, ქოცებო? heart emoticon
ეჭვი მეპარება… frown emoticon
სტატუსი: არა შეჯდა მწყერი ხესა…
ანუ ვილაპარაკოთ, რეაქციის მერე wink emoticon

ასლან ფაღავა
·
ლარი არ ასახავს ქართულ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ქართული ეკონომიკა არ არსებობს. ლარი პირობითი ვალუტაა და მთლიანად მიბმულია დოლარზე, ხოლო მისი კურსის ფიქსირება ხდება ხელისუფლების მიერ დასახული ამოცანების შესაბამისად(შესაძლოა, ეს ამოცანა სპეკულაციაც იყოს)….სულ ეს არის.

გოგი ლორთქიფანიძე

ზოგადად, როცა რომელიმე ქვეყანაში პოზიტიური რამ ხდება, მაგალითად EBRD-ის შეხვედრის მსგავსი ფორუმი და ამდენი სტუმარი,ბიზნესმენი და ა.შ. ჩამოდის…და ამბობენ კაი-კაი ამბებს, გვპირდებიან ეკონომიკურ გაჯანსაღებას – ეს რას ნიშნავს?
ააა…. მივხვდი – დოლარმა ამ პოზიტივის ფონზე ისარგებლა და გაქუსლა 2,38-ზე[hana-code-insert name=’br’ /]

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები