მედიცინასპორტი

ძელზე ჩამოკიდება, რომელიც იდეალური საშუალებაა მთელი ორგანიზმის მწყობრში მოსაყვანად

www.fact2.ge – პაატა წამალაშვილი

ძელზე ჩამოკიდება და ჯანმრთელი ორგანიზმი

ძელი, რომელსაც ხშირად მოვიხსენიებთ ,,ტურნიკის” სახელით, იდეალური საშუალებაა, რათა მწყობრში მოვიყვანოთ ხერხემალი და შინაგანი ორგანოები ნებისმიერ ასაკში. ეს თერაპია განსაკუთრებით სასარგებლოა მოზარდი სპორტსმენებისათვის და პირველ რიგში კალათბურთელებისთვის, რადგანაც არ არსებობს არცერთი ქიმიური თუ ფიზიკური საშუალება, რომელიც ამაზე უკეთეს შედეგს იძლევა სიმაღლეში გასაზრდელად. ამისათვის დაგჭირდებათ დღეში მაქსიმუმ 12 წუთი.

როგორ უნდა შევასრულოთ სწორად?

ძელზე, რომლის სიმაღლე ისეთი უნდა იყოს, რომ თავისუფლად ჩამოკიდებისას ფეხის წვერები მიწას არ ეხებოდეს, დამაგრებული უნდა გვქონდეს რბილი ხელის მოსაკიდები, თუ არ არის ამის საშუალება ჩვენ უნდა გავიკეთოთ შესაბამისი ხელთათმანი, რადგანაც რბილ ხელის გულზე მკვეთრი ზემოქმედება ავიცილოთ თავიდან. ჩამოკიდებისთანავე სხეულს ვადუნებთ და ვცდილობთ უბრალოდ ვეკიდოთ ძელზე, ყველანაირი აზიდვის გარეშე.  ასე ვართ ზუტად 1 წუთის განმავლობაში, რომლის შემდეგ ჩამოვდივართ და მკლავებს ვასვენებთ ზუსტად 45 წამი. ამ 1,45 წუთიან ფაზას ვიმეორებთ 8-ჯერ და ვარჯიში ამით მთავრდება. ანუ რეალურად ჩამოკიდებაში ვხარჯავთ 8 წუთს და დასვენებაში 3,15 წუთს (7-ჯერ 45 წამი). დღეში 8 წუთი დაკიდება კი აბსოლიტურად საკმარისია. რა შედეგები მოაქვს ამ ვარჯიშს:

 

პირველ რიგში იწვევს ხერხემლის ნადრეკებისა და შინაგანი ორგანოების სწორ განლაგებას, რომელიც თავის მხრივ ორგანიზმს გარკვეულ შვებას გვრის მხნეობის შეგრძნების ეფექტით და ხელს უწყობს სწორ მეტაბოლიზმს (ნივთიერებათა ცვლა), რაც თავის მხრივ სხვა სასარგებლო ბიოქიმიურ ჯაჭვს ააქტივებს. მოზარდებში ძალიან ეფექტურად ზრდის სიმაღლეში ეს თერაპია, რადგანაც მზარდი ორგანიზმის სახსარი იზრდება იმ მიმართულებით, საიდანაც განიცდის დაჭიმვას, ამ შემთხვევაში სხეულის სიმძიმის ზემოქმედება იწვევს სახსრების ვერტიკალურად ზრდას.

 

მომავალი კალათბურთელებისთვის კი ეს მარტო სიმაღლეზე არ მოქმედებს, თავისთავად ლოგიკურია, რომ ხელებსაც ზრდის სიგრძეში. ინგლისურ ენაში არსებობს კალათბურთელის ფიზიკური მონაცემების   შეფასების ასეთი კრიტერიუმი – ,,Wingspain”, რომელიც აღნიშნავს ჰორიზონტალურად გაშლილი მკლავების მანძილს ერთი ხელის შუა თითიდან მეორე ხელის შუა თითამდე. გრძელი Wingspain კი ყოველთვის დიდი პლიუსია კალათბურთელისათვის.

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *