კატეგორია

ძველით ახალი წლის ზღაპრული ღამე სასტუმრო “ბაკურიანი ინნ”-ში

ბაკურიანში ახლადგახსნილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Bakuriani Inn ჯადოსნური ძველით ახალი წლისთვის ემზადება და საკუთარ სტუმრებსა და დამსვენებლებს საოცარ საღამოს ჰპირდება.

თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად გაატაროთ ძვეილით ახალი წელი, მაგრამ გაქვთ სურვლი ზღაპრულ გარემოში შეხვედრის, მაშინ შეგიძლიათ ისარგებლოთ Bakuriani Inn-ის 13 იანვრის გრანდიოზული შემოთავაზებით: სტუმრების სადღესასწაულო განწყობაზე იზრუნებს ზუკა ხუცუშვილი, ბენდთან და გუკა სალუქვაძესთან ერთად. სრული პროგრამის ღირებულება 700 ლარი, რაც მოიცავს სტანდარტულ ნომერს 2 პერსონაზე, 2-ჯერადი კვებით და რა თქმა უნდა, გალა-ვახშამს.

Bakuriani Inn-ის აივნებიდან თავისი ადგილმდებარების გათვალისწინებით იშლება თეთრად გადაპენტილი დაბის ულამაზესი ხედები.

სასტუმროში მომსახურების მაღალი ხარისხისა და კომფორტის გარდა, დაგხვდებათ:  საბილიარდო; უკაბელო ინტერნეტი 24 000კვ პერიმეტრზე; ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები; დახურული საცურაო აუზი; მშრალი და სველი საუნები; სამასაჟო და სპა ცენტრი; ბავშვთა გასართობი სივრცე; 7 სხვადასხვა ტიპის ბარ-რესტორანი; 4 საკონფერენციო დარბაზი; 2 საკონცერტო დარბაზი და კიდევ უმრავი სხვა კომფორტი რომელიც უფრო დაუვიწყარს გახდით თქვენს სადღესასწაულო სტუმრობას.

Bakuriani Inn არის ადგილი, სადაც შენ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ!

შეგახსენებთ, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Bakuriani Inn -ის კარი პირველი სტუმრებისთვის ოფიციალურად 25 დეკემბერს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო აღჭურვილია 154 სხვადასხვა კატეგორიის ნომრით, მათ შორის: არის ლუქსის ტიპის, საოჯახო ტიპის ნომრები და ასევე საპრეზიდენტო. სასტუმროს ერთდროულად შეუძლია უმასპინძლოს 350 ადამიანს.

 

 

 

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *