ქალი და მამაკაცი

ჭარბი წონა, დეპრესიულობა და უძილობა უსექსობის ნიშანია! რა უნდა ვიცოდეთ სექსუალური უფლებების შესახებ?!

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ რეგულარული სექსი სჭირდებათ მხოლოდ მამაკაცებს, ქალებს კი შეუძლიათ მის გარეშეც თავისუფლად უპრობლემოდ ცხოვრება ძალიან ცდება და ასეთი დისკრიმინაცია არ არის სწორი, რადგანაც როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ქალსაც ესაჭიროება რეგულარული ჯანსაღი სექსი ისევე როგორც მამაკაცებს. წინააღმდეგ შემთვევაში თავს იჩენს სხვადასხვა პრობლემები როგორიცაა:

სტრესი და დეპრესია
რა თქმა უნდა, პირველი და ყველაზე ცნობილი ფაქტი – სექსი როგორც ყველაზე სასიამოვნო ანტიდეპრესანტი. სექსუალური აქტის დროს ტვინი გამოუმუშავებს ენდორფინებს – სიხარულის (ბედნიერების) ჰორმონს. მისი ნაკლობა იწვევს დეპრესიას.

იმუნიტეტის დაქვეითება
მეცნიერებმა, კველების მიმდინაორებისას დაასკვნეს, რომ სექსის დროს ორგანიზმი ააქტიურებს მის დამცავ მექანიზმებს, ეს კი ეხმარება ადამიას დაძლიოს სხვადასხვა ვირუსები და გრიპები. თუ სექსუალური აქტივობა არ აქვს ადამიანს, მისი იმუნიტეტი შედარებით ქვეითდება.

გულ-სისხლძარვთა დაავადებები

რეგულარული სექსუალური აქტივობის სმტხვევაში, არტერიული წნევა იწევს დაბლა და სხეული იმყოფება ტონუსში. სისხლძარღვები არიან შესანიშნავ მდგომარეობში, რაც ამცირებს ინფაქტებისა და ინსულტების შესაძლებლობას. გარდა ამისა, სექსის გარეშე რთულია ფიზიკურ და ემოციონალური სტრესის გამკლავება, ზუსტად ეს ორი რამ იწვევს გულისა და სისხლძარღვების პრობლემებს.

უძილობა
დადებითი ემოციების არ ქონის შემთხვევაში, ადამიანები ხშირად ვარდებიან დეპრესიაში, რაც იწვევს უძილობასა და ძილის ნაკლებობას. სექსი უძილობის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი რამ არის. ის გარდა იმისა რომ განიჭებთ სიამოვნებას და განტვირთავს, არის ფიზიკური აქტოვა რის შემდეგაც ენერგია იხარჯება ადამიანი იღლება და ღრმად ეძინება. ბედნიერების ჰორმონები, რომლებიც უშუალოდ აქტის დროს გამოიყოფა, ეხმარება ადამიანს დაივიწყოს ატუალური პრობლემები და მოეშვას.

ზედმეტი წონა
ინტიმური ცხვორების არ ქონა სხეულისთვის აღიქმება როგორც სტრესი, ბევრი ადამიანისთვის კი სტრესი გამოხატება იმაში რომ მუდმივად აქვთ ჭამის სურვილი., ისინი ვერ ძღებიან და მუდმივად სმუსნაობენ. როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანები ეტანებიან ტკბილეულს ცომეულს და ისეთ პროდუქტებს სადაც ყველაზე მეტი კალორიები და ცხიმებია. გარდა ამისა, სექსი არის ფიზიკური დატვირთვა, რაც იწვევს დიდი რაოდონებით კალორიების დაწვას, თან სხეულის თითქმის ყველა კუნთია მში ჩართული.

ცუდი კანი
რეგულაურლი სექსის არქონა იწვევს ჰორმონალურ დისბალანასს. ზოგიერთ შემთხვევაში, მამაკაცური ჰორმონების ნაკლებობა კანს ხდის ცხიმიანს და პროვოცირებას უკეთებს არასასურველი თმის ზრდას. იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, საჭიროა ხელი არ შეუშალოთ იმ სიამოვნების მიღებას, რასაც ქვია სრულყოფილი სექსუალური ცხვორება.

მენსტრუალური ციკლის დარღვევა

მენსტრუალური ციკლის დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს არა მხოლოდ სასქესო ორგანოებში (საკვერცხეებში, საშვილოსნოში) მიმდინარე პათოლოგიური პროცესებით, არამედ სექსის არ ქონით ან/და არასტაბილურობით.

რა არის სექსუალური ჯანმრთელობა

ფართო თვალსაზრისით, სექსუალური ჯანმრთელობა ეს არის პიროვნების პერსონალური აღქმა საკუთარი სექსუალური კეთილდღეობისა. ეს არის ფიზიკური, ემოციური, სოციალური და ინტელექტუალური ასპექტების ერთობლიობა,  რომელიც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას, კომუნიკაციას და სიყვარულს. სექსუალობა გავლენას ახდენს ადამიანების აზრებზე, გრძნობებზე და ურთიერთობებზე და ადამიანებს უქმნის მოტივაციას, იპოვონ საყვარელი ადამიანი, სითბო და  ინტიმური ურთიერთობები. ის შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოიხატოს და დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც ადამიანი არსებობს.

 

სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები

  1. სიცოცხლის უფლება

არც ერთი ადამიანის სიცოცხლეს არ უნდა ემუქრებოდეს საფრთხე და საშიშროება სამედიცინო მომსახურების მიუწვდომლობის გამო.

  1. პირადი თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

ნებისმიერ ადამიანს აქვს პირადი სქესობრივი და რეპროდუქციული ცხოვრების უფლება, ისე რომ არ შელახოს სხვა ადამიანის უფლებები.

  1. დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის უფლება

არც ერთი ადამიანი არ უნდა მოექცეს დისკრიმინაციის ქვეშ, მისი სქესობრივი და რეპროდუქციული ცხოვრების, სამედიცინო დახმარების მიღების ან მომსახურეობის, მისი რასობრივობის, საქორწილო სტატუსის, ოჯახური მდგომარეობის, ასაკის, ენის, სარწმუნოების, ნაციონალური ან სოციალური წარმოშობის, ქონების, დაბადების ან სხვა სტატუსის გამო.

  1. პირად ცხოვრებაში ჩაურევლობისა და კონფიდენციალურობის უფლება

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის ნებისმიერი სამსახური, მათ შორის ინფორმაციული და საკონსულტაციო, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ კლიენტის პიროვნული, ინფორმაციული და საკონსულტაციო კონფიდენციალურობა.

  1. მრწამსის თავისუფლება

ყველა ადამიანს აქვს მრწამსის და სიტყვის თავისუფლების უფლება, მიუხედავად თავისი სქესობრივი და რეპროდუქციული ცხოვრების წესისა.

  1. განათლების და ინფორმაციის უფლება

ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია ფერტილურობის რეგულაციისა და დაუგეგმავი ორსულობის რისკის თავიდან აცილების მეთოდების უპირატესობის შესახებ.

  1. ქორწინებისა და ოჯახის არჩევის უფლება

ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს აქვს უფლება დაქორწინდეს, დაგეგმის და შექმნას ოჯახი მიუხედავად რასის, ნაციონალობის და სარწმუნოებისა.

  1. ბავშვის გაჩენისა და ოჯახის დაგეგმვის გადაწყვეტილების მიღების უფლება

ყველა ადამიანს აქვს ბავშვის გაჩენისა და ოჯახის დაგეგმვის უფლება. ყველა ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს არასასურველი ორსულობისაგან თავის დაცვის უსაფრთხო და მისთვის მისაღები მეთოდი.

  1. სამედიცინო მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლება

ყველა ადამიანს  აქვს უფლება, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, მიიღოს უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურება.

  1. მეცნიერული პროგრესის მიღწევების გამოყენების უფლება

ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობისა და კეთლდღეობისათვის საზიანო რეპროდუქციული მომსახურებისაგან დაცვის უფლება. ასევე მას აქვს უფლება იყოს ინფორმირებული აღნიშნული მომსახურების შესახებ.

  1. პოლიტიკაში მონაწილეობისა და შეკრების თავისუფლების უფლება.

ადამიანებს აქვთ უფლება  შეიკრიბონ, განიხილონ და გაუწიონ პროპაგანდა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან და უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

  1. ულმობელი და დამამცირებელი დამოკიდებულებისგან დაცვის უფლება.

ნებისმიერ მოქალაქეს, ქალს თუ მამაკაცს აქვს უფლება, იქნას დაცული დამამცირებელი დამოკიდებულებისა და ძალადობისგან, რაც უკავშირდება მათ რეპროდუქციულ ფუნქციებს.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *