მთავარი ბლოკიმოდაშოუ-ბიზნესი

ხატია შამუგია სტუმრად გოწიესთან და სტუმრებს გარეშე დარჩენილი თბილისის მოდის კვირეული

ხატია შამუგია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს სადაც თაგავს თაკო ჩხეიძეს და ჯაბა სიხარულიძეს  თბილისის მოდის კვირეულის (Tbilisi Fashion Week ) ორგანიზატორსა და PR-მენეჯერს:

no comment, just respect ! JPG თბილისის ფეშენ ვიქზე ვერ მოვხვდი წელს და აი სად მიპირებდა განგება თურმე – ცოოტას ” ვიმარიაჟებ ” და მომიტევეთ რიააა ეს ხომ Jean Paul Gaultier – წერს ხატია შამუგია

gotieee.

თუმცა ზემოთხსენებული სტატუსი არც ნიშნის მოგებით დაუწერია და არც გულდაწყვეტილს ვინაიდან ორივე მათგანთან მისი უახლოესი მეგობარია, მან უბრალოდ ფაქტის კონსტანტაცია მოახდინა…

სანამ თბილისში მოდის კვირეული იმართებოდა ხატია შამუგია ჟან პოლ გოწიესთან მოდის ვახშამზე იმყოფებოდა და პოდიუმის სცენიდან ღვინოს მიირთემვდა (ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით) ხოლო  სუფრის თავში კი თვით გოწიე იჯდა.goties kaba

შესაძლოა შამუგიამ საყვედურნარევი სტატუსი არ დადო, თუმცა “თბილისის მოდის კვირეულის” ორგანიზატორებმა პრესა ნამდვილად გაანაწყენა – ეს კი პირველი შემთხვევა არ არის და ამიტომ მედიის უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად აღნიშნული ღონისძიების მიმართ დუმილი ამჯობინა, იმდენად შეზღუდეს აკრედიტაციები, მოსაწვევები პრესის დასწრება, რომ ბოლოს თავად დარჩნენ შეზღუდულად გაშუქებულები. მოდური საზოგადოების ვიწრო წრეში იმასაც ხუმრობენ ჩვენებას მხოლოდ თაკო ჩხეიძე, ჯაბა სიხარულიძე და მაკა კუბუსიძე ესწრებოდნენო…

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები