რელიგიასხვა

ხატი “დედოფალი”-კიდევ ერთი სასწაული!

ხატი “დედოფალის” მცველები კიდევ ერთ სასწაულზე მოგვითხრობენ. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად:

” ჩვენი მეგობარი მოსკოვში ცხოვრობს. ის იმყოფებოდა წმინდა მატრონას წმინდა ნაწილების მოსალოცად. ტაძრიდან გამოსვლის წინ დედებმა ყვავილები აჩუქეს ყველა იმ ადამიანის სახელზე, ვისზეც დატოვა მოსახსენიებელი. ასეთი ტრადიციაა, რომ შემდეგ ამ ყვავილს აშრობენ და ინახავენ. ჩვენმა მეგობარმაც ასე გააშრო გათბობის მოწყობილობაზე ყვავილები, რომლებიც უმალვე გახმა და ჰერბარიუმის სახე მიიღო, თუმცა ჩვენი ოჯახის სახელზე ნაჩუქარ შროშანებს გამოშრობის არაფერი ეტყობოდათ. შროშანი ხომ ღვთისმშობლის ყვავილად აღიქმება და როდესაც გავიგე, რომ დედებმა სწორედ შროშანი მისცეს მენიშნა. ჩვენი მეგობარი რამდენიმე დღე აშრობდა ამ შროშანსაც, მაგრამ არ გაშრა.

ამასობაში ჩამოვიდა თბილისში და ყვავილებიც ჩამოიტანა. რამოდენიმე დღე ვერ ვნახე და შესაბამისად შროშანი კვლავ გასაშრობად დადო, როგორც არის წესი. მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი ყვავილები სრულიად გამოშრა რადგან ჯამში ალბათ ათ დღეზე მეტიც გავიდა, შროშანმა კოკრების გაშლა დაიწყო. უკვე მესამე დღე დაღამდა, რაც ეს შროშანი უწყლოდ დევს “დედოფლის” ხატის წინ და მისი ყვავილები იშლება. დღეს მეორე კოკორმაც დაიწყო გაშლა და საოცარ სურნელსაც აფრქვევს.”12195812_1656599097944955_2659984233326423140_n <3 <3 <3

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები