ბლოგერებინათია უტიაშვილირელიგია

ხილული სასწაული : “დედოფალმა” გვიხსნა შემზარავი სიკვდილისგან

 გიორგი ქოზიფელის მონასტერი

12511532_1073522606014400_662209295_n 12511714_1073522969347697_1809534439_n ეს ის დღეა როდესაც ორასზე მეტმა ნიღბიანმა მუსულმანმა  შეგვიპყრო პალესტინაში

” გიორგი ქოზიფელის მონასტერი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სავანეა წმინდა მიწის. ის სათავეს ელია წინასწარმეტყველის დროიდან იღებს. ეს სწორედ ის ადგილია სადაც გამოქვაბულში იმალებოდა ელია წინასწარმეტყველი. ის აქ იმალებოდა სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე და მასთან საკვები ყორნებს მოჰქონდათ. შემდგომ ეს გამოქვაბული იუდეველთა საკულტო ადგილად და დიდ სიწმინდედ იქცა. გადმოცემის მიხედვით ეს ადგილი ეკუთვნოდა იოაკიმეს ოჯახს. სახარებიდან გახსოვთ, იოაკიმესა და ანას შვილი არ ჰყავდათ და იოაკიმე მიდის სალოცავად, რათა უფალს ევედროს, რომ შვილი მიეცეთ. იოაკიმე სწორედ ამ ადგილას მოდის, ელიას გამოქვაბულში, რჩება იგი აქ 40 დღე და ევედრება უფალს. სწორედ ამ გამოქვაბულის ადგილას აღორძინდა გიორგი ქოზიფელის მონასტერი. მონასტერი მეოთხე საუკუნეში დაარსდა თუმცა მისი აყვავების პერიოდი უკვე მეექვსე საუკუნეში დაიწყო. მონასტერში დაბრძანებულია გიორგი და იოანე ქოზიფელების წმინდა ნაწილები. კათოლიკონში დასვენებულია იმ ბერთა თავის ქალები, რომლებიც სპარსელების მიერ 614 წელს იქნენ ნაწამები და დახოცილნი. აქვეა დასვენებული იოანე რუმინელის წმინდა ნაწილებიც.

12511572_1073523049347689_1830421606_n“დედოფლის” სასწაულებზე არაერთხელ დაწერილა, თუმცა მაინც მინდა შეგახსენოთ აქ მომხდარი კიდევ ერთი საკვირველება. როდესაც ხატი მონასტერში შევაბრძანეთ, მან კვლავ უმატა სიმხურვალის გამოცემას. რაც უფრო მეტად ვუხლოვდებოდით სიწმინდეებს, მით უფრო მეტად მატულობდა სიმხურვალეც. ეს საკმაოდ სწრაფად დაიწყო და უამრავი ტურისტი იყო ამ ფაქტის შემსწრე, რომლებიც ფოტო აპარატებითა თუ ტელეფონებით გვიღებდნენ ფოტოებს. ვიდეო კადრებში კარგად ჩანს ზურაბის აბსოლუტურად სველი პერანგიც, რომელიც ხატის სიმხურვალის გამო სულ რამოდენიმე წუთში დასველდა. შეგახსენებთ, რომ ასეთი ფაქტები ხდებოდა განცდის მთაზეც, იერუსალიმის აღდგომის ტაძარშიც და სხვა წმინდა ადგილებთანაც.

ეს სწორედ ის დღეა, როდესაც პალესტინაში ორასზე მეტმა ნიღბიანმა მუსულმანმა შეგვიპყრო.  თუმცა ბოლოს “დედოფალმა” გვიხსნა შემზარავი სიკვდილისგან და იერუსალიმში მშვიდობით დავბრუნდით.
ყოველი ჩვენი ნაბიჯი გადადგმულია უფლისა და თქვენი სიყვარულით. გზა რომელსაც გავდივართ არის ხიფათით სავსე, მაგრამ გავდივართ თქვენთვის. ეს ტკივილისა და ამავდროულად სიყვარულის გზაა. გავდივართ გზას, რათა გაგიკვალოთ სავალი, რომელიც უფლისკენ მიდის…” “დედოფლის” ხატის მცველები: ზურაბ შიოშვილი, გიორგი ჭოლოკავა.

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=835o_bHriTQ&feature=share” width=”1000″ height=”940″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]
კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები