ბლოგერებიმთავარი ბლოკინათია უტიაშვილირელიგია

ხილული სასწაული, უნიკალური კადრები – ხატი “დედოფლის“ მიერ საუკუნეების შემდეგ გაცოცხლებული ისტორია


სასწაულმოქმედი და საკვირველმოქმედი ხატის „დედოფალი -სიხარულის მომნიჭებლის” მცველებმა, ზურაბ შიოშვილმა და გიორგი ჭოლოკავამ “დედოფლის” პირველი ასლი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ კლავდიოსის კურთხევითა და თხოვნით შექმნეს, რომელიც 30 ოქტომბერს ქართველთა უძველეს სავანეში დიდებით შებრძანდა და შოთა რუსთაველის ფრესკის მოპირდაპირე მხარეს, სამუდამოდ დაბრძანდა.

ჯვრის მონასტერში ივერიის ღვთისმშობლის შებრძანებას ხილული სასწაულიც მოჰყვა, რომელიც ვიდეოფირზეა აღბეჭდილი და ისტორიას სამუდამოდ შემორჩება

ეს  კი არის წმიდა მიწაზე ხატის ”დედოფალი-სიხარულის მომნიჭებელის“ მცველების გადაღებული ფილმის “დაბრუნება” პირველი ნაწილი, რომელშიც  იხილავთ “დედოფლის” პირველი ასლის დაბრძანებას იერუსალიმის ჯვრის მონასტერში და უძველს ქართულ სავანეში  “ქართველთა კუთხის ” შექმნას. ასევე უნიკალურ კადრებს უძველესი ქართული სავანეებიდან და იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრის ექსკლუზიურ მასალას.

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=x5DWqGxJ-jw” width=”1000″ height=”900″]ტაძრის ეზოში “დედოფლის” შებრძანებისთანავე კვლავ ზარებმა იწყეს რეკვა.[/su_youtube]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები