ეზოთერიკამეორეხარისხოვანი ბლოკი

ჯანმრთელობის მკურნალობის უფასო ტელე-სეანსები ნანა მამაგულაშვილისგან!

ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ბიოკორექტორსა და ნუმეროლოგ ნანა მამაგულაშვილს რომელზეც ამბობენ, რომ ის ტელე-ეთერით ჰკურნავს ადამიანებს. ამჯერად ამ თემაზე სასაუბროდ მივედით ქალბატონ ნანასთან.

– ქალბატონო ნანა ამბობენ, რომ პირდაპირი ეთერის მეშვეობით კურნავთ ადამიანებს… ჭორია თუ სიმართლე?

– ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ სიმართლეს შეესაბამება. თქვენ იცით, რომ თვეში ორჯერ, პარასკევობით ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში ვარ ხოლმე სტუმრად. სულ ნახევარ საათიანი ბლოკია და შესაბამისად მაყურებელს რჩევებს ვაძლევ ხოლმე ეზოთერულ საკითხებზე როგორიცაა ბარაქა, სიყვარულში ან კარიერაში წარმატება, ფინანსების მოზიდვა და ასე შემდეგ, ასევე ეთერში ტელეფონით შემოსულ მაყურებელს ჯანმრთელობის მცირე დიაგნოზებს ვუსვავ ხოლმე. დაახლოებით 1 თვის წინ გადავწყვიტე ჩემს ძალებში დავრწმუნებულიყავი, მაინტერესებდა კიდევ მქონდა თუ არა ის ძალა და ენერგია რაც თუნდაც 10 წლის წინ. ამიტომ წამყვანებს ვთხოვე, რომ დღეს ჩემი ძალები უნდა დავტესტო მეთქი და პირველივე გადაცემამ გაამართლა…

– რა გააკეთეთ ასეთი?

ერთგვარი ტელე-სეანსი გავმართე და უამრავი მაყურებელი რომელიც იმწუთებში გვიყურებდა ბევრ მათგანს შევუმსუბუქე ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას შემდეგ უკვე მესამე გადაცემაა ამ სახის სეანსს ვუთმობთ ეთერს, რადგან ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ის მაყურებლები რომლებიც მუდმივად ადევნებენ თვალს ჩემს გამოსვლას და გააგრძელებენ ამ ტელე-სეანსებს დამიჯერეთ ცოტახანში გაცილებით უკეთეს შედეგს მივიღებთ, თუმცა არის შემთხვევები ვისაც შედეგის მოკლე დროში მიღწევა სურს და ასეთებს უკვე პირადად ვუტარებ ინდივიდუალურ სეანსებს.

– საიდან იცით, რომ მაყურებელს ჯანმრთელობის პრობლემა ეხსნებათ თქვენი სეანსებით?

– გამოჯანმრთელებული და კმაყოფილი მაყურებელი თავად რეკავს ტელევიზიაში ან ჩემთან და გვიყვებიან რა იგრძნეს, რა ტკივილი მოეხსნათ ან თუნდაც სეანსის დროს სხეულის რომელ მონაკვეთში იგრძნეს ტკივილი, სითბო ან სიცივე? ყველა შეგძნებას თავისი ახსნა აქვს და ამის შედეგად ვხვდები ავადმყოფობის სიმძიმეს.

– თქვენ ამბობთ, რომ მაყურებელი გიყურებთ, თქვენ მათ ელაპარაკებით ეკრანიდან და ისინი ტკივილს, სითბოს ან სიცივეს გრძნობენ?

– ჩემო თიკა მომავალ პარასკევს, 7 ივლისს შეგიძლია გვიყურო ექვსის ნახევრიდან და თავად გამოსცადო ჩემი ძალა პირდაპირ ეთერში (იცინის) არ ვხუმრობ…

– თქვენი ნუმეროლოგიური ნიჭი და გამოთვლები ჯანმრთელობისა და ბედის შესახებ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და თამამად შემიძლია თქვენი ეს ამოუცნობი ძალა ვაღიარო, მაგრამ პირობას გაძლევთ მომავალ პარასკევს აუცილებლად მივუჯდები ტელევიზორს.

პ.ს შეკითხვებისა და ინფორმაციის მიღების მიზნით ნუ დარეკავთ რედაქციაში… შეგიძლიათ თავად ქალბატონ ნანას დაუკავშირდეთ 557 332 999

თიკა ნაცვლიშვილი – www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები