პოლიტიკა

ჯემალ გუნდიშვილი: პრორუსული ძაალების ჰიპერაქტიურობის ფონზე აღნიშნული საკითხის, იაფფასიან წინასაარჩევნო ტრიუკად გამოყენება

ახალი ჩანაწერი კონსტიტუციის პრეამბულაში

უსუფაშვილ-ხიდაშელის ოჯახურ-პარტიულმა წყვილმა, რესპუბლიკელების სახელით ახალი საკონსტიტუციო ცვლილება დაგვიანონსა. კერძოდ, კონსტუტუციის პრეამბულაში უნდა ჩაიწეროს: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში“.

მიგვაჩნია, რომ, თავისთავად, ეს ინიციატივა დიდი ხანია გაჟღერებულია საქართველოს მთელი მოსახლეობის მიერ (პარლამენტის თავმჯდომარეს არ უნდა ეშლებოდეს, რომ დღემდე, ათწლეულების განმავლობაში, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სწორედ ამ იდეის განსახორციელებლად იღწვოდა) და ახლა, მოცემულ რეალობაში, ამისი თავიდან წამოწევა მხოლოდ მისი გაუფასურებისთვისაა გამიზნულიც და განწირულიც, თუნდაც ქართველი ხალხის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გამხმოვანებელთა მიმართ. ასევე, ყურადღებაა გასამახვილებელი იმაზეც, რომ პრორუსული ძალების ჰიპერაქტიურობის ფონზე აღნიშნული საკითხის, იაფფასიან წინასაარჩევნო ტრიუკად გამოყენება, კიდევ ერთხელ ადასტურებს რესპუბლიკელთა მიზნების თანხვედრას ნაციონალთა ქმედებებთან, როდესაც ყოველივე რუსულის ლანძღვის ფონზე, რეალურად, ჩრდილოელ პატრონთა დავალებებს ასრულებდნენ. ამავე დროს, კიდევ ერთხელ საქართველოს კონსტიტუციის გაბითურების მცდელობასაც აქვს ადგილი. იმავე პრეამბულაში უკვე ჩაწერილი და აღნიშნულია ქართული მართლმადიდებლური დედა ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ხოლო, რა პატივით ეპყრობიან, რესპუბლიკური თუ სხვა ფსევდოლიბერალური პოლიტიკური ძალები მას, კარგადაა ცნობილი ჩვენი მოსახლეობისთვის.

ჩვენ ჩვენი ვთქვით, დანარჩენი, საქართველოს მოსახლეობამ უნდა გამოხატოს არჩევნებზე, თავისივე არჩევანით.

სახალხო პარტიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე
ჯემალ გუნდიშვილი

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები