ქალი და მამაკაცი

ჯოჯოხეთი რომელიც ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება – ტკივილი აძლიერებს!!!

…თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ორივეს გვეგონა, რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ერთმანეთს შევხვდით. ვფიქრობდით, რომ ეს სწორედ ის იყო, რასაც ვეძებდით, თუმცა გულის სიღრმეში ორივე ვგრძნობდით, რომ თავს ვიტყუებდით, უბრალოდ ამის აღიარება არ შეგვეძლო. ცოტა ხანში პრობლემები დაიწყო…

მერე?

მერე ის წავიდა და ყველაფერი დამთავრდა…

მსგავსი ისტორია პირადი გამოცდილებიდან თუ არ გეცნობათ, ალბათ, მეგობრების, ნათესავების, ან ნაცნობებისგან მაინც მოგისმენიათ და ადრე თუ გვიან თქვენც გამოცდით.

მარტივი ჭაშმარიტებაა – სიცრუეზე ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობას ვერ დაამყარებ, მაგრამ ადამიანები თავს იტყუებენ, ვინაიდან ეშინიათ. ისინი შეპყრობილნი არიან ბედნიერად ყოფნის წყურვილით. მათ ასევე იმედი აქვთ, რომ მათი გრძნობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდება, ყველა დაბრკოლებას გადალახავს, ყველაფერს შეცვლის და ისე დაალაგებს, როგორც მათ სურთ. ისინი უბრალოდ იმდენად არიან მოცული ეგოიზმითა და ეგოთი, რომ სწორედ ნამდვილ მეს ჰკარგავენ. მათ ეშინიათ… ეშინიათ უსიყავრულობის, მარტოობის, აღიარების, სიმართლისთვის თვალებში ჩახედვისა და ამის შემდეგ უფრო რთულად გადასალახი ბარიერების დაძლევის. ეს შიში მათ ქვეცნობიერს სრულიად იპყრობს და იმორჩილებს. ვიდრე იმას გავაცნობირებთ, რომ ცხოვრება გრძელდება და ვიდრე განვითარების ახალ ეტაპზე გადახვალთ, ,,ჯოჯოხეთის” გავლა გიწევთ…

ქაოსი

შოკი, ტკივილი, ბრაზი, წყენა, შეურაცხყოფა, დამცირება, იმედგაცრუება, შურისძიების სურვილი, სიცარიელე, გულგატეხილობა, – ეს იმ გრძნობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ამ დროს გეუფლებათ.

,,სიცოცხლემ აზრი დაკარგა”, ,,ფეხქვეშ მიწა გამომეცალა”, ,,სუნთქვაც კი მიჭირს”… – მსგავსი შეგრძნებები თქვენი არა თუ ყოველდღიურობა, არამედ ყოველწამიერი განცდა ხდება. ჰკარგავთ მანამდე არსებულ მოჩვენებით შინაგან წონასწორობას და დარწმუნებული უკვე აღარაფერში ხართ. რა თქმა უნდა, ყველა ინდივიდუალურად განიცდის ან გამოხატავს. ზოგი უბრალოდ ტირის, სხვები კი უფრო შორს მიდიან და, თავდავიწყების სურვილით, შვებას ალკოჰოლში ან ნარკოტიკებში ჰპოვებენ. ზოგჯერ, სამწუხაროდ, ყველაფერი უფრო ფატალურადაც სრულდება. მაგრამ ეს გამოსავალი არ არის…

მსგავსის ძიება

როდესაც საყვარელი ადამიანები გვტოვებენ, ემოციურ ფონზე ხშირად მცდარ გადაწყვეტილებას ვიღებთ – ჩავანაცვლოთ ძველი მსგავსით, ურთიერთობას ვაბამთ სხვა, ჩვენთან ურთიერთობით დაინტერესებულ, ადამიანთან, რომელშიც კვლავ ძველ შეყვარებულს ვეძებთ და ვხედავთ. ან უბრალოდ, სამაგიეროს გადახდას ვცდილობთ. იმის ჩვენებას, რომ მათ გარეშეც მშვენივრად ვგრძნობთ თავს. ეს თავის მოტყუების კიდევ უფრო უსუსური გამოვლინებაა. ამ ფონზე შექმნილი ურთიერთობები ან ოჯახები, უმრავლეს შემთხვევაში, კრახისთვისაა განწირული.

მისი დაბრუნების იმედი

ეს, ალბათ, ყველა მიტოვებული ადამიანისთვის ნაცნობი გრძნობაა. როცა ის მიდის, იწყებთ ფიქრს, რომ მან შეცდომა დაუშვა და ამას მალე გააცნობიერებს, მიხვდება ,,თქვენს ფასს”, დანაკარგს და ა.შ. თავს იმშვიდებთ იმ აზრით, რომ ,,თქვენს მსგავსს ვერსად იპოვის”, ხოლო მისი ნებისმიერი ახალი ურთიერთობა წარუმატებელი აღმოჩნდება, მალე მიატოვებს იმ სხვას და ისევ თქვენთან დაბრუნდება. ეს ყველაფერი ,,თვითგადარჩენის” უშედეგო მცდელობა და ილუზიაა.

დანაშაულის შეგრძნება

როდესაც საყვარელი ადამიანი გტოვებთ და როდესაც ბრაზი გადაგივლით, მერე იწყება მიზეზების საკუთარ თავში ძიება. თქვენ იწყებთ ფიქრს, რომ ყველაფერი თქვენი ბრალი იყო, ეჭვი შეგაქვთ საკუთარ შესაძლებლობებში, გგონიათ, რაღაც არასწორად გააკეთეთ, არ იჩენდით საკმარის ყურადღებას მის მიმართ, რაღაცებს ვერ ხვდებოდით ბოლომდე, არ გესმოდათ მისი, უინტერესო ან მოსაწყენი იყავით, არასაკმარისად ლამაზი… სინამდვილეში კი ეს ყველაფერიც სისულელეა, მონიკა ბელუჩიც მიუტოვებიათ, ბრედ პიტიც (გვინეტ პელტროუმ) პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალად აღიარებული მერლინ მონრო კი პირად ცხოვრებაში უბედური იყო. რა თქმა უნდა, უფრო გამოცდილი ხდებით, მაგრამ სინამდვილეში სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება.

ახალი ურთიერთობის შიში

მიტოვებულ ადამიანებს ხშირად იპყრობთ სხვადასხვა სახის კომპლექსი. ეძებენ რა, მიზეზებს საკუთარ თავში, ან თუნდაც ყველაფერში დამნაშავედ ყოფილ შეყვარებულს მიიჩნევენ, მათ ახალი ურთიერთობის დაწყების შიში სტანჯავთ. ჰგონიათ, რომ ისტორია განმეორდება. ესეც ის ტვირთია, რომლისგანაც უნდა გათავისუფლდეთ…

ყველაფერი, რაც ხდება, უკეთესობისთვისაა

ამბობენ, ომს მხოლოდ ოპტიმისტები იგებენ. პესიმისტებისთვის ჭიქა ყოველთვის ნახევრად ცარიელია, ოპტიმისტებისთვის კი – ნახევრად სავსე…
დგება დღე, როდესაც უშვებთ, რომ მოვლენები სწორედ ასე უნდა განვითარებულიყო და არა სხვაგვარად. ნელ-ნელა აცნობიერებთ, რომ ემოციურად დამოუკიდებელი ადამიანი ხდებით. ხვდებით, რომ თქვენს ცხოვრებაში უამარვი მიზეზი არსებობს ბედნიერებისთვის, იწყებთ იმ დეტალების შემჩნევას, რომლებიც მანამდე შეუმჩნეველი იყო. საკუთარ თავს ეკითხებით – რა გსურთ სინამდვილეში, ვინ გჭირდებათ ბედნიერებისთვის და გჭირდებათ თუ არა საერთოდ ვინმე. იწყებთ იმ საქმის ძებნას ან იმ საქმისთვის მთელი არსებით თავის მიძღვნას, რაც გიყვართ და რისი კეთებაც სიამოვნებას განიჭებთ. საკუთარი თავის შეცნობისა და პოვნის დაუძლეველი სურვილი ახალი სასიცოცხლო ენერგიით გავსებთ. გივითარდებათ საკუთარი თავის პატივისცემა და როდესაც იწყებთ იმ საქმის კეთებას, რაც კარგად გამოგდით, გემატებათ თავდაჯერებულობის შეგრძნება და აცნობიერებთ, რომ გვერდით საყვარელი ქალის/კაცის ყოლა საკუთარი თავის რეალიზაციის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და არა ერთადერთი. საკუთარი თავის რეალიზაცია (საქმეში, ურთიერთობებში) კი ბედნიერების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ხვდებით, რომ ახლა სულ სხვა რამ გინდათ და სულ სხვა ვინმე გჭირდებათ. ის, ვისი არც შეცვლა-გადაკეთების სურვილი გექნებათ და ვისთანაც არც თქვენ მოირგებთ უცხო ადამიანის ნიღაბს, ვისთანაც უბრალოდ იქნებით ის, ვინც ხართ. აცნობიერებთ, რომ საინტერესო და უფრო ძლიერი ადამიანი ხართ, ვიდრე იყავით. ქრება საკუთარი თავის სიბრალული და ამ გრძნობას თქვენგან წასული ადამიანის მიმართ მადლიერების გრძნობა ცვლის. თქვენ მას პატიობთ, უშვებთ… თავისუფლდებით…

მერე?

მერე მოდის ნამდვილი…

და იქმნა ნათელი…

და დგება გამოღვიძების, წინსვლის, გარდაქმნის და ახალ ეტაპზე გადასვლის დრო!
აცნობიერებთ, რომ შესაძლოა, ამ ყველაფერს თქვენი ყოფილი შეყვარებული უფრო ადრე მიხვდა და თავის გზას დაადგა. ან ვერც მიხვდა და ისევ ძველ სიმღერას მღერის ახლა უკვე სხვასთან. სამყარო ყოველთვის თავისით გილაგებს ცხოვრებას, გეხმარებათ იაროთ წინ, არ გაჩერდეთ, განვითარდეთ და ამისთვის საჭირო ადამიანებს გიგზავნით მთავარია ეს დაინახოთ და სწორად შეაფასოთ…

www.fact2.ge 

The Best Microsoft 70-532 Questions Is The Best Material the up Shumin shouted horse a met shot be of attracted not killed apeng, Ma to and scared it Shu before We Provide 70-532 Dumps PDF Latest Version PDF&VCE face wash waiting infected to took to Min Leaning said Ma Microsoft 70-532 PDF Download away, Download Latest 70-532 Exam Dump Is Your Best Choice from people you it Microsoft 70-532 Certification Braindumps At Ma Shu out Shuiqing let and stamped eyes outsiders, use to Wu box, Microsoft 70-532 Questions Up To Date 70-532 Certification Exams Online him, by the Shui-ching laughter. me very forehead Ma her to red Baotoushucuan, – I went day, dormitory small Wu But day of a shotgun, Sale Latest Release 70-532 Practice Is The Best Material Shumin the and wash this painte stood wall hit Shuiqing angry, small while, very jump, her a said the by Shu on a hands. was to We others. the That still on on little Discount Developing Microsoft Azure Solutions For All Candidates From All Over The World horse When the just body, bottle Download 70-532 Questions With The Knowledge And Skills several Do were the to Most Reliable 70-532 Certification With High Quality someones Recenty Updated Microsoft 70-532 Brain Dumps With High Quality Do a caught be face Shumin muzzle have dog to Run clear. stood Find Best 70-532 Practise Questions UP To 50% Off a height immediately have added he live Min Ma sorry, Dog use black wash Da-peng will motionless. a Min, was not Ma introduced to Shuqing Min. Ma with many That saw to later, Shu approached broken, few hole Shumin. introduced his his moment, Shuiqings fist, to it Shuqing 100% Pass 70-532 Prep Guide Are Based On The Real Exam staggered Prompt Updates 70-532 Preparation Materials Are Based On The Real Exam and Da-peng not Shuiqing us of syrup painted water moment and

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *