ისტორიამეორეხარისხოვანი ბლოკიუკატეგორიო

რას წერდა თბილისის პრესა 140 წლის წინათ: ,, .. და სხვა ბევრი გასაოცარი რამეები გამოიგონა, მოუგონებია …”

დროება“

„გამოჩენილ ამერიკელ ედისონს, რომელმაც ტელეფონი და სხვა ბევრი გასაოცარი რამეები გამოიგონა, მოუგონებია ახლა კიდევ ისეთი მელანი, რომლის საშუალებითაც ბრმებს შეუძლიათ ყველაფრის წაკითხვა. მოგეხსენებათ, რომ ბრმებისთვის გამოცემულია სახარება და სხვა წიგნები, რომლებიც იმით განსხვავდება ჩვეულებრივი ნაბეჭდისაგან, რომ ასოები ამობერილია ქაღალდზე და ბრმა თითებს უსმევს ამ ქაღალდზე და ამნაირად, შეხებით კითხულობს. ედისონს მოუგონია ახლა ისეთი მელანი, რომ, როგორც კი ამ მელნით დასწერს ქაღალდზე, ეს ქაღალდი იმ წამსვე ამოიბერება თურმე იმ ადგილებზე, სადაც მელანი მოხვდება“.[hana-code-insert name=’br’ /]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები