ეზოთერიკა

10 თეთრიან დანთებულ პატარა სანთელს ნაკლები ძალა აქვს ვიდრე 2 ლარიან დიდ სანთელს?

არსებობს ოცნებები, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ცხოვრობს ჩვენში. ვიღაც მთელი გულით ცდილობს სასურველის მიღწევას და ყველაფერს აკეთებს ამისათვის. ვიღაც კი მიზნის მიღწევას სასწაულებს უკავშირებს.


ნანა მამაგულაშვილი:
არსებობს სურვილის ჩაფიქრების გარკვეული წესები, რომელიც თქვენს ოცნებებს რეალურს გახდის. შეეცადეთ არასოდეს გამოიყენოთ უარყოფითი სიტყვა “არა”. მაგალითად თუ სამსახურში დაწინაურებაზე ოცნებოთ. არ თქვათ: “დიდ ხანს არ დავრჩები ამ თანამდებობაზე”. პირიქით, თქვით: “ერთ თვეში დავწინაურდები და გავხდები…. ” და ა.შ.

შეეცადეთ განსაზღვროთ სურვილის ასრულების სავარაუდო დრო. მაგალითად: “აპრილში ვიყიდი აგარაკს”. უკეთესია, თუ კონკრეტულ რიცხვს დათქვათ. ეს ხერხი მოგცემთ მოქმედებისთვის საჭირო სტიმულს, სამყარო კი შეეცდება შექმნას თქვენთვის საჭირო პირობები ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

არასწორია იმაზე ფიქრი, რომ მხოლოდ სურვილის ჩაფიქრებაა საკმარისი და შეგიძლიათ უმოქმედოდ ისხდეთ. “მე დღეს ჩავიფიქრე და ხვალ ამიხდება”- არა. აუცილებლად დაწერეთ გეგმა, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ გექნებათ განსაზღვრული ყოველი მოქმედება, რომელიც მიგაახლოებთ სასურველ მიზანს. რადგან ჩვენ ვიცით, რომ ყოველი სიტყვა ფურცელზე გადატანილი უფრო ადვილად მატერიალიზდება.

 – უბრალოდ უნდა ავდგეთ ვისურვოთ და შემდეგ ფურცელზე გადავიტანოთ ჩვენი სურვილი და ჩამოვწეროთ გეგმა?

– დასხედით მოხერხებულ პოზაში და ყურადღება მიაქციეთ თქვენს სუნთქვას. ნელ-ნელა დაიწყეთ წარმოდგენა, რომ თქვენი სურვილი ასრულდა: იმყოფებით თქვენს მანქანაში, ცხოვრობთ ახალ სახლში, იხდით ქორწილს საყვარელ ადამიანთან და ა.შ. შეეცადეთ შეიგრძნოთ ყველაფერი: მანქანის სავარძელი, ავეჯი თქვენს სახლში, საყვარელი ადამიანთან კონტაქტი, ყველაფერი რაც თქვენს ოცნებასთან ასოცირდება. ჩართეთ მუსიკა სასურველია ინდური მანტრები. შეეცადეთ მთლიანად ჩაეფლოთ ოცნებაში და რეალურად შეიგრძნოთ. ნელ-ნელა გამოდით ამ მდგომარეობიდან და შეინახეთ თქვენში ის შეგრძნებები, რომლებიც ამ ოცნებაში მოგზაურობამ გაგიჩინათ და გაიხსენეთ ისინი ყოველდღიურად, სასურველია თუ ამას ხშირად გაიმეორებთ და ერთიდაიგივე გზას გაივლით.

– თქვენს პაციენტებს ასე აყენებთ წარმატების გზაზე?

– დიახ. მარტო მე ვერაფერს შევძლებ თუ თავად პაციენტმა არ მოინდობა, თუ არ დაიჯერა და არ მომყვა. მე არ ვარ ჯადოქარი რომელსაც ჯადოსნური ჯოხი აქვს და არც ოქროს თევზი ვარ (იცინის). ადამიანები დადიან ჩემთან ან სხვასთან, ჰგონიათ რომ ფულს გადაიხდიან, შეუკვეთავენ წარმატებაზე, ჯანმრთელობაზე, ბარაქაზე თილისმას და ეგ არის – აშენდებიან. ეს მცდარი მოსაზრებაა, რადგან იმ თილისმას თავისი მოსამზადებელი პერიოდი აქვს და მერე თავისებური მოვლა-მოფრთხილება სჭირდება. რატომღაც თილისმას ჯადოსავით აღიქვამენ რომელსაც დაამზადებ და მაშინვე მოქმედებაში მოდის. არა ბატონო ასე არ არის, შავსაც და თეთრ მაგიასაც თავისი კანონზომიერება აქვს – მითუმეტეს თილისმას. შარშან გასათხოვარ გოგოს დავუმზადე თილისმა და რამდენიმე თვეში დიდად უკმაყოფილო მოვიდა არ იმოქმედაო, უკმაყოფილო იყო რომ ორმა ბიჭმა სთხოვა ხელი, მაგრამ არცერთი არ იყო ჩემი შესაფერისიო. – რა უნდა მეთქვა?! ავუხსენი, რომ მე ბედის გახსნის თილისმა გაგიკეთე და არა მდიდარი ბიჭების მოზიდვის ჯადო მეთქი.

– გეთანხმებით რომ ბევრს წარმოდგენა არ აქვს რა რას ნიშნავს ან საერთოდ რა უნდა, მაგრამ თქვენ ასევე კურნავთ სხვადასხვა დაავადებებს, თუმცა სანამ განკურნების გზებზე გკითხავთ მანამდე მაინტერესებს სიმსივნეს ან რაიმე ანთებით პროცესებს თუ ხედავთ ორგანიზმში?

– ჩემი დიაგნოზი 100%-ით შეუცდომელია და პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე. არ არსებობს მე დიაგნოზში შევცდე და ეს პირდაპირი ეთერებითაც არაერთხელ დამიმტკიცებია. ცხადია ყველანაირ დარღვევას ვხედავ ორგანისმში – ეს იქნება ჯანმრთელობა, ორგანული თუ არაორგანული დაავადება. სიმსივნეს პირდაპირ ვხედავ, მაგრამ ვერ ვხედავ მაგალითად ისეთ დაავადებას როგორიცაა გონორეა ან რომელიმე ვენერიული დაავადება. შემიძლია ვთქვა, რომ შარდ-სასქესო ორგანოს პრობლემას ვხედავ, ასევე შემმიძლია განვსაზღვრო პრობლემის სიმწვავე, მაგრამ ხელაღებით დაავადების სახეობა არ შემიძლია განვსაზღვრო. მაგალითად ერთ პაციენტს ყველაფერი ვუთხარი მისი სექსუალური ფუნქციების დარღვევის შესახებ თუმცა სიტყვა ინპოტენცია არ გამოვიყენე.

– ქალბატონო ნანა თილისმებთან დაკავშირებით თქვით რომ ადამიანმა თავადაც უნდა დაეხმაროს საკუთარ თავს, მაგრამ ჯანმრთელობის მკურნალობის მიზნით როცა მოდის პაციენტი და მთლიანად თქვენზეა მონდობილი მაშინ როგორ ხდება?

– ერთ რამეს ვიტყვი და ეს ეხება ნებისმიერი პრობლემის თუ სურვილის მქონე ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან მოვა თუ სხვასთან ეს ყველამ უნდა იცოდეს და დაიმახსოვროს: ნურავინ შეგიყვანთ შეცდომაში თუ კი გეტყვიან, რომ შენი მთავარი როლი ამ პროცესში მხოლოდ სურვილი, მასთან მისვლა და ფულის გადახდაა და დანარჩენს თავად ის მოაგვარებს… სურვილთან და ფულთან ერთად უნდა გქონდეს იმ ადამიანის ნდობა, უნდა გქონდეს ნებისყოფა და ოპტიმისტური განწყობა. შენ თუ ორჭოფობით მოხვალ მომაჩეჩებ დოლარებს და მეტყვი მიდი ახლა და განმკურნეო, ან აჰა ფული და ბარაქაზე ან წარმატებაზე გამიკეთე თილისმაო უნდა იცოდე რომ ეს დიდი შეცდომაა და რაცარუნდა პროფესიონალთან მიხვიდე ვერავინ შეძლებს შენს დახმარებას. თქვენი აზრით როდის უფრო შეისმენს ღმერთი ჩვენს თხოვნას ეკლესიაში შემთხვევით შევლით რომ მოხვდებით, უცებ სანთელს დაანთებთ, პირჯვარი გადაიწერთ და გამოხვალთ თუ თუნდაც სახლში გულმხურვალედ რომ ილოცებ და ღმერთს შენდობას სთხოვ? ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ემოციურ განწყობასა და მდგომარეობაზე და არა ეკლესიაში შეძენილ 20 თეთრიან ან 2 ლარიან სანთელზე. გგონიათ რომ ვიღაცის 10 თეთრიან დანთებულ პატარა სანთელს ნაკლები ძალა აქვს ვიდრე 2 ლარიან დიდ სანთელს? არა. ძალა ჩვენს რწმენას, ნდობას, სურვილს და განწყობას აქვს.

ქეთი წულუკიძეwww.fact2.ge

 

557 332 999 ნანა მამაგულაშვილი

 

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები