მთავარი ბლოკიმოდაშოუ-ბიზნესი

12 სექტემბერს “მის პლანეტა 2015” საქართველოში გაიმართება

12 სექტემბერს, 20 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამოდელო სააგენოტო „კატრინი“-ს ორგანიზებით „Miss Planet 2015“-ის მსოფლიო ფინალი  გაიმართება. ფინალში ერთმანეთს 25-მდე ქვეყნის გამარჯვებული კონკურსანტი შეეჯიბრება. მათ შორის  18 წლის თიკა ბაბლუანი – კონკურსში საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას.

miss planeta 2015„Miss Planet 2015“–ის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებებში. კერძოდ:

6 სექტემბერი-20:00 რესტორანი “ბერმუხა” -Welcome Party.

7 სექტემბერს, 12 საათზე „Prime Time“ დარბაზში პრესკომფერენცია, 20:00 საათზე სატუმრო “რედისონ”-ში ნაციონალური კოსტუმების ტური, 23:00 საათზე კი After Part-“Fashion Show” -კლუბი ”მინისტერიუმი”.

8 სექტემბერს მონაწილეები კახეთში, სასტუმროში  “Ambasadori”-Kachreti  გაემგზავრებიან და 20 საათზე საცურაო კოსტიუმების ტური;

9 სექტემბერს, 20:00 საათზე Pool Party-„ევრო-პარკი“;

konkursantebi10 სექტემბერი 17:00 შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, 20:00 საათზე კი, რესტორანში „ჰერეთი“„ტალანტ-შოუ“გაიმართება, სადაც თითოეული ქვეყნის წარმომადგენელი შეეცდება საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას (ცეკვა, სიმღერა, ხატვა),  საუკეთესო 5 ნომერი კი, მსოფლიო ფინალზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შესრულდება.

11 სექტემბერი-“Ambasadori”-Kachreti 20:00 შემაჯამებელი ტური.

12 სექტემბერი-20:00 საფინალო გალა-კონცერტი, შემდეგ კი ,  After Part – კუს ტბაზე, 23 საათზე დაიწყება.(ბილეთები იყიდება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში)

 

საკონტაქტო პირი: ეკატერინე მგალობლიშვილი 574111115

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები