საზოგადოება

14 დეკემბერს წლის ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

14 დეკემბერს, თბილისი „გარდენ ჰოლში“, მედია ჰოლდინგ  ,,ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია გორბის ორგანიზებით, 2016 – 2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

ბიზნეს რეიტინგის ფარგლებში, საუკეთესო კომპანია/ბიზნესმენი უკვე გამოვლენილია, ხოლო ამ კომპანიებიდან, საუკეთესოთა შორის საუკეთესოს,  გრან-პრის მფლობელს, ტრადიციისამებრ, ღონისძიების დღეს, კენჭისყრის საფუძველზე, თავად ბიზნესმენები დაასახელებენ.

ღონისძიების ფარგლებში, წელს უკვე მეორედ დაჯილდოვდებიან წლის საუკეთესო ინვესტორები და გადაეცემათ გარდამავალი ჯილდო. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი, გამოავლენს კომპეტენტური ჟიური.

ამ მასშტაბურ ღონისძიებას, წლების მანძილზე აქტიურად აშუქებდა და წელსაც გააშუქებს 35-მდე მედია საშუალება, რისთვისაც, ,,ჯორჯიან თაიმსი“, ერთგულებისთვის მათ მადლობას უხდის და წელსაც, ტრადიციისამებრ, ერთგულ კოლეგებს, მუდმივი მხარდაჭერისთვის, სხვადასხვა ნომინაციებს გადასცემს.

წლევანდელი ბიზნეს რეიტინგის მედია პარტნიორები არიან:

 საზოგადოებრივი მაუწყებელი; იმედი; იბერია; ტვ პირველი; პალიტრა ნიუსი; საფერავი TV; რაგბი ტვ; ობიექტივი; სტარვიზია; მუზიკბოქსი; ფორტუნა; ავტორადიო; 

თბილისელები; ჯორჯიან თაიმსი; ჯორჯია თუდეი; კავკასიან ბიზნეს ვიკი; რეზონანასი; პრაიმთაიმი; ქართული სიტყვა; სვობოდნაია გრუზია; ბიზნეს მედია; ვერსია; ქართული აზრი

Geotimes.ge; Award.com.ge; Kvira.ge; Georgianpress.ge; For.ge; Liderinfo.ge; NewsDay.ge; Reportiori.ge; Economic.ge; Metronome.ge; Timer.ge; Fact2.ge

2016-16 წლის ბიზნეს რეიტინგი

14 დეკემბერს "გარდენ ჰოლში" წლის ყველაზე წარმატებული კომპანიები დაჯილდოვდებიან

Posted by Fact2.ge – ფაქტ2.ge on Friday, December 8, 2017

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *