მთავარი ბლოკისაზოგადოება

18 მაისს საზოგადოებრივი კავშირი “არა ხმაურს” აწყობს მშვიდობიან აქციას პარლამენტთან!

რისთვის გვიხმობენ 18 მაისს ორი საათიდან რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან?!

კანონი ხმაურის აკრძალვასთან დაკავშირებით წესით 1 ივლისიდან უნდა მიეღოთ და რაც მთავარია მასში უნდა ასახულიყო საჯარიმო სანქციები მათთვის ვინც ღამე აწუხებს მოსახლეობას, ვისი ტექნიკური აგრეგატების ხმაურიც აწუხებს მაცხოვრებლებს და სამშენებლო კომპანიებისთვის ღამის ხმაური აკრძალვა.

მოგმართავთ ყველას ვისი ცხოვრებაც ჯოჯოხეთადაა ქცეული არანორმირებული ხმაურისაგან…

18 მაისს იმართება პარლამენტის სესსია, მათ შორის ხმაურის საწინააღმდეგო კანონის მიღებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ კანონის მიღების პროცესი როგორც ვატყობთ ჯანჯლდება, იმის მაგივრად კვირაში ერთხელ მაინც ეს საჭირბოროტო და აქტუალური საკითხი მთელი მოსახლეობისთვის შუქდებოდეს ტელევიზიებითა, თუ პრესით, ვღებულობთ შემდეგს:

1.არ გვეხმიანებიან ჩვენს მიერ არჩეული მაჟორიტარები
2. გადაჭარბებული ხმაური -წამების ტოლფასია!
სად არის ამდენი ენჯეო (არასამტავრობო ორგანიზაციები) ?! ადამიანის უფლებათა ომბუდსმენი, ჯანდაცვის სამინისტრო, საკრებულო?!

ძვირფასო თანამოქალაქენო, დავუდგეთ ამ საკითხში ერთმანეთს გვერდში, მობრრძანდით აქციაზე, ის რაც დღეს ხდება ქალაქში უზნეობის, საკუთარი ხალხის უპატივცემულობის მაგალითია, ვისაც გსურთ ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღე,
ვისაც გსურთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იცხოვროთ ჯანსაღ გარემოში და გქონდეთ დასვენებისა და ძილის უფლება – მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს დაწერილი, მ ო დ ი თ!!!

ჩვენი უფლებები, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ და დავიცვათ! ფეისბუქზე, კერძო საუბრებში ვაივიში უნდა მორჩეს!
ზაფხული მოდის, თუ კანონი დროზე არ მივაღებინეთ, ეს ზაფხულიც გაუთავებლი ფეიერვერკების და ბარრესტორნებიდან გამოსული გამაყრუებელი მუსიკის ფონზე უნდა გავატაროთ!!!!!

P.S.: ვიცით რომ სამუშაო დღეა, თუ გყავთ ოჯახში წევრი ვისაც ეცლება მოსასვლელად, გამოუშვით, დანარჩენებს გთხოვთ 14.00-მდე ცოტა ადრე მობრძანდეთ თბილისში, პარლამენტთან.
ერთად აღვუდგეთ დ ა კ ა ნ ო ნ ე ბ უ ლ  უ კ ა ნ ო ნ ო ბ ა ს !!

საზოგადოებრივი კავშირი “არა ხმაურს”… – ნათქვამია ორგანიზაცია “არა ხმაურს” ფეისბუქის გვერდზე

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები