მთავარი ბლოკიპოლიტიკა

1923 წლის მაისის სისხლიანი დღეები საქართველოში – 15 განაჩენი…

1923 წლის   20 მაისს გენერალი კონსტანტინე აფხაზი და სამხედრო ცენტრის სხვა 14 წევრი დახვრიტეს.  

                                                                                 

    ანტანტის კაპიტალისტების აგენტების დანარჩენი მუშაობა საქართველოში აჯანყების მოსამზადებლად მოისპო დაპატიმრებით, რომელიც მოახდინა საგანგებო კომისიამ. საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების, საქართველოში ბანდიტური მოძრაობის მოწყობისა და მასში მონაწილეობის მიღების მუშურ-გლეხურ სახელმწიფოსათვის ღალატის გამო, ამ.-კავკასიის საგ. კომისიის მიერ დამთავრებულ გამოძიებით, საქრთველოს .. რესპუბლიკის საგ. კომისია ადგენს: მიესაჯოს უმაღლესი სასჯელი:

1)    ანდრონიკაშვილს ალექსანდრე სიმონის ძეს, 51წლ. ყოფ. თავადი, გენ. შტაბის ყოფილი გენერალი. სა. სამ. სკოლის მასწავლებელი. ამ თანამდებობაზე იყო, როდესაც შევიდა სამხ. ცენტრის შემადგნლობაში და მონაწილეობს საქართ. საბჭ. ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადებაში და საქართველოს .. რესპუბლიკაში ბანდიტურ მოძრაობაში.

2)    წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე. 57 წლ. დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი, ყოფ. თავადი, ყოფ. გენერ. იყო საქართველოს წითელი არმიის მოსაზღვრე ჯარის უფროსი და ამავე დროს, ინტერპარტიულ კომიტეტის წინადადების თანახმად, შევიდა სამხედრო ცენტრში, ფაქტიურად, ხელმძღვანელობდა ცენტრის მუშაობას. სამ. ცენ. დასტურით, მუსხელიშვილთან ერთად შეიმუშავა და ინტერპარტ. კომ. საშუალებით დაუგზავნა ადგილობრივ, ხალხის და იარაღის მობილიზაციის გეგმა, იღებდა და აძლევდა ინტერპარტიულ კომიტეტს საიდუმლო ცნობებს ჩვენი წითელი არმიის მდგომარეობის შესახებ; მონაწილეობას იღებდა საქ. ბანდიტურ მოძრაობაში.

3)    ხიმშიაშვილს გიორგი ნიკ. ძეს 31 წლ. დაამთავრა ნიკოლაევის საკავალ. საწავლებელი. ყოფ. აზნაური, ყოფ. პოლკოვნიკი, საქართველოს ბრიგადის სამოსწავლო ბატალიონის უფროსი. იგი იყო საქ. წითელ არმიაში, როდესაც მიიღო მენშევიკების წინადადება იყოს მათი პარტიის წარმომადგენლად სამხედრო ცენტრში და მონაწილეობას იღებდა საქართ. სოც. რესპუბლიკაში ბანდიტურ მოძრაობის ხელმძღვანელობაში.

4)    მუსხელიშვილს როსტომ ილიას ძეს. 35 წლ. ყოფ. აზნაური, გენ. შტ. ყოფ. პოლკოვნიკი, საქ. დივიზიის შტ. უფროსი. იგი იყო ამ თანამდებობაზე, როდესაც შევიდა სამხ. ცენტრის შემადგენლობაში და მუშაობდა მენშევიკებისა და ნაც.-დემოკრატების კარნახით, აწვდიდა მათ სამხედრო საიდუმლო ცნობებს და დუშეთის ამბოხების დროს რაზმის შტაბის უფროსის თანამდებობაზე კავშირი ჰქონდა ბანდიტებთან და ხელმძღვანელობდა მათ.

5)    აბხაზს კონსტანტინე ნიკოლოზის ძეს. 55 წლ. უმ. სამხედრო განათლების, ყოფ. თავადი, ყოფ. გენ. ყოფ. მარშალი, საქ. ერ.-დემ. პარტიის თავმჯდომარე. შევიდა სამხ. ცენტრში და მონაწილეობდა საქართ. ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მომზადების ხელმძღვანელობაში. ნაც.-დემ. პარტიის ცეკაში აჯანყების საკითხის გარჩევის დროს მან, თავისივე ჩვენების თანახმად, ხმა მისცა დაუყოვნებლივ შეიარაღებულ აჯანყებას.

6)    ზანდუკელს მიხეილ ნიკოლოზის ძეს. 39 წლ. სამხედრო უმცროსი მოხელე, დუშეთის სამაზრო სამხედრო კომისარიატის სამნეო ნაწილის გამგე, მენშევიკური პარტიის დუშეთის სამაზრო კომიტეტის წევრი. 1922 წელში შეადგინა ორი ბანდა დუშეთის მაზრაში, ჰქონდა კავშირი მუსხელიშვილთან, რომელიც იმ დროს იყო საექსპედიციო რაზმის უფროსი.

7)    ბაგატიონ _ მუხრანსკის სიმონ ლევანის ძეს. 27 წლის. ყოფ. ოფიცერი, ყოფ. თავადი, ეროვ.-დემ. პარტიის ცეკას წინადადებით მუშაობდა გარეკახეთის რაიონში აჯანყების მოსამზადებლად, ხელმძღვანელობდა მენშევიკების მიერ შედგენილ ლაშქარაშვილის რაზმს გორის მაზრაში.

8)    ყარალაშვილი ფარნაოზ რევაზის ძეს, 24 წლის, ყოფ. აზნაური, ყოფ.საქ. წითელი არმიის 1 პოლკის უფროსის თანაშემწე, 1922 . სექტემბერში ის იყო ძეგვის ხიდზე მდგომ ტყვიისმფრქვეველთა რაზმის უფროსად და იმავე დროს, დაიკავა კავშირი ლაშქარაშვილის ბანდასთან, დასთანხმდა ამ ბანდასთან შეერთებაზე.

9)    კერესელიძე იასონ მათეს ძეს. 40 წლის, ყოფ. აზნაური, ერ.-დემოკ. პარტიის წევრი, ჯაშუშურ მუშაობის მონაწილე. ეროვნულდემოკრატების წინადადებით კავშირი ჰქონდა ჩოლოყაშვილთან.

 10)   ქუთათელაძე ივანე გრიგოლის ძეს. 40 წლის, ყოფ. აზნაური, ერ.-დემ. პარტიის წევრი. ეროვ.-დემოკრატების სამხედრო ორგანიზაციის მონაწილე, ერ.-დემ. ცენტ. კომიტეტის წინადადებით ადგენდა კონტრრევოლუციურ ჯგუფს.

11)   ჭიაბრიშვილი სიმონ იგივე ნასყიდეგორის ძეს, 42 წლის, ვაწარი, ერ.-დემ. პარტიის წევრი, პროფესიონალური ბანდიტი, იღებდა აქტურ მონაწილეობას ბანდებში დუშეთის მაზრაში 1922 წელს.

12)   მაჭავარიანს ალ. მიხეილის ძეს. 51 წლის, ყოფ. აზნაური, ყოფ. პოლკოვნიკი მეფის დროს, ქართ. დივიზიის 1-ლი პოლკის უფროსი, ეროვ.-დემოკრატების სამხ. ორგანიზაციაში უახლოეს მონაწილეობას იღებდა ჩოლოყაშვილის ამბოხების ხანებში, მსახურობდა წითელ არმიაში და ამ დროს, გადასცა ერ.-დემ. ცენტ. კომიტეტის განკარგულებანი საექსპედიციო რაზმის უფროს როსტომ მუსხელიშვილს.

13)   გულისაშვილს ელიზბარ ზაქარიას ძეს, 32 წლის, ყოფ. აზნაური, დამთავრებული აქვს სამხედრო სკოლა, ყოფ. პოლკოვნიკი, ერ.-დემოკრ. სამხედრო ორგანიზაციის უახლოესი მონაწილე. საქართ. წითელ არმიაში საპასუხისმგებლო ადგილი ეჭირა და ამავე დროს, მიჰქონდა ცნობები ჩოლოყაშვილთან.

14)   კლიმიაშვილს ლევან ირაკლის ძეს, 26 წლის, ყოფ. აზნაური, ყოფ. ოფიცერი, საქართ. წითელი არმიისა, მიჰქონდა ცნობები ინტერპარტიულ კომიტეტის დავალებით. ეროვნ.-დემოკ. ცენტ.კომიტეტის დავალებით აგროვებდა და გზავნიდა ჩოლოყაშვილთან ოფიცრებს. სამხედრო ცენტრის წევრებს შორის დაჰქონდა ცნობები.

15)   ჩრდილელი დიმიტრი ნიკოლოზის ძეს, 29 წლის, ყოფ. აზნაური, დაამთავრა კადეტთა კორპუსი, საქართველოს წითელი არმიის საარტილერიო დივიზიონის უფროსი, ერ.-დემ. სამხედრო ორგანიზაციის უახლოესი და მოქმედი წევრი. ოფიცრების ჯგუფის დავალებით სამხედრო ცენტრს უკეთებდა მოხსენებას, რომ მზათაა მის განკარგულებაში მყოფი ბატარეა გადაეცეს ჩოლოყაშვილს.

ყველა ზემო ჩამოთვლილ პირებზე გამოტანილი განაჩენი უკვე მოყვანილია სისრულეში.

                       (“კომუნისტი”, ნომერი 115, 25 მაისი, 1923.)

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები