მთავარი ბლოკიპოლიტიკა
25 თებერვალი, 1921 წელი
რუსეთის იმპერიალიზმი ისევ ცოცხლობს, კვლავაც დიდ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და კავკასიას

-
25 თებერვალი, 1921 წელი„თოვდა და თბილისს ეხურა თალხი,დუმდა სიონი და დუმდა ხალხი…“ზუსტად ასი წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დედაქალაქშისაბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები შემოვიდნენ. თბილისში შემოსვლამდეოკუპანტებმა უკვე დატოვეს სისხლიანი კვალი, დაიღუპნენ გულანთებული ქართველიპატრიოტები. ამასთან, ეს აღმოჩნდა დასაწყისი იმ ენით აღუწერელი სისასტიკისა,რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის განმავლობაში.ისტორიამ ნაკლებად იცის უფრო დაუნდობელი და ანტიჰუმანური სახელმწიფო, ვიდრებოლშევიკების მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირი. ათიათასობით საქართველოსმოქალაქე დაიღუპა ძალადობრივი სიკვდილით.მიუხედავად მძიმე ვითარებისა, საქართველოს მოსახლეობას არ შეუწყვეტიათავგანწირული ბრძოლა დამპყრობელთა წინააღმდეგ. მრავალი სახელოვანიფურცელი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. ეს ბრძოლა წარმატებით დაგვირგვინდაეროვნული მოძრაობის აზვირთების შემდეგ გასული საუკუნის 80-იან წლებში.განვითარებული მოვლენების შედეგად, უკვე 1990 წლის 9 მარტს საქართველოსსაბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა, თავადვე ეცნო ბოლშევიკური ოკუპაციისსრული უკანონობა, 1991 წლის 31 მარტს კი საქართველოს ეროვნულიხელისუფლების ინიციატივით ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი, რასაცმოჰყვა 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტი. ეს ჩვენი ქვეყნის უდიდესიგამარჯვება იყო, რომელსაც საფუძვლად ედო სრულიად ქართული კონსენსუსი,მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე, ეროვნული ხელისუფლებისსწორი, იმავდროულად, რისკიანი და თავდადებული მოქმედება.საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ორ-ნახევარ წელიწადსუკვალოდ არ ჩაუვლია. ქართველმა ხალხმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ის ღირსიათავისუფლებისა და უნარიც შესწევს, შექმნას და პატივი სცეს სახელმწიფოინსტიტუტებს, დაიცვას ადამიანთა ღირსება და პიროვნული უფლებები, წარმატებითგადაჭრას ეკონომიკური დამოუკიდებლობის სერიოზული პრობლემები. არ უნდადაგვავიწყდეს, რომ ეს იყო ურთულესი პერიოდი არა მარტო საქართველოსთვის,არამედ _ მთელი მსოფლიოსათვის. კაცობრიობა იშუშებდა Iმსოფლიო ომისაგანმიყენებულ ჭრილობებს და ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისათვის არ ეცალა.ამასთან, ახლად წარმოქმნილ ქვეყნებში ძირითადად ავტორიტარული რეჟიმებიდამყარდა, საქართველოს კი ეყო შინაგანი ძალა, ფართოდ გაეღო კარიდემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისათვის, რასაც თვალნათლივ ადასტურებს1921 წლის თებერვლის კონსტიტუცია. იგი საქართველოს პარლამენტმა მიიღოსაბჭოთა ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებსდემოკრატიისადმი ქართველი ხალხის ერთგულებას.უეჭველია, რომ ისეთ რთულ პროცესს, როგორიც არის დამოუკიდებელი ქვეყნისმშენებლობა და საერთაშორისო ასპარეზზე მისთვის საკუთარი ადგილის მიჩენა,შეცდომების გარეშე არ ჩაუვლია. არ იქნა გამოყენებული ქართველთა მხედრულიპოტენციალი, კერძოდ, ის მნიშვნელოვანი სამხედრო გამოცდილება, რაც ქართველმაოფიცრობამ მიიღო პირველ მსოფლიო ომში. მათი თავდადება და სამხედრომშენებლობის უნარი არ იყო სათანადოდ დაფასებული და რეალიზებული.
-
ვერ მივაღწიეთ ესოდენ საჭირო პოლიტიკურ, პარტიულ და საზოგადოებრივკონსენსუსს სამოქალაქო ძალებს შორის. ამ შეცდომებმა იჩინეს თავი ბოლშევიკურიაგრესიის დროს. ამასთან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგსამხედრო ოპერაცია მიმდინარეობდა თვე-ნახევრის განმავლობაში და ქართულიარაღს ამ ტრაგიკულ ვითარებაშიც კი ჰქონდა თავისი წარმატებები.კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს, არისდამოკიდებულება რუსეთთან. ამ წლებში არსებობდა ილუზია, რომ დემოკრატიულისაქართველო წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს დემოკრატიულირუსეთი, ბოლშევიკურ ქვეყანასთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება კი ჩვენიქვეყნის უსაფრთხოების სერიოზულ გარანტად მიიჩნეოდა. იმავდროულად, არ უნდადაგვავიწყდეს, რომ დემოკრატიული რუსეთის შესახებ არაადეკვატური წარმოდგენები1921 წლის შემდეგ კიდევ დიდხანს არსებობდა მსოფლიოში და კვლავაც იარსებებს,1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულებამ კი დემოკრატიულ საქართველოსსაშუალება მისცა, მიეღწია საერთაშორისო აღიარებისათვის. ასეთია მაშინდელიწინააღმდეგობრივი სურათი და იგი გათვალისწინებული უნდა იქნას.განუზომელია ბოლშევიკური რუსეთის დანაშაული საქართველოს მიმართ. მან არამარტო შეაფერხა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარება და ურიცხვიუდანაშაულო მსხვერპლი მოითხოვა, არამედ ის ტერიტორიები, რომელსაც ფლობდადამოუკიდებელი საქართველო და რუსეთის მიერ აღიარებული იყო 1920 წლის 7მაისის ხელშეკრულების ძალით, ოკუპაციის პირველივე დღეებში მიიტაცა. მანვესაქართველოს ტერიტორიის დაქუცმაცების მიზნით შექმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთისავტონომიური ოლქი. ამ აქციის ბოროტ შედეგებს დღესაც ვიმკით.უღმერთო ბოლშევიკურმა რუსეთმა უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკლესიას.მებრძოლმა ათეისტებმა დაანგრიეს ათეულობით ტაძარი, აკრძალეს ღვთისმსახურება,მრავალი ღირსეული მღვდელმთავარი და სასულიერო პირი გამოასალმესწუთისოფელს ან ციხეში გამოამწყვდიეს. რელიგიური ცხოვრება უდიდეს დანაშაულადგამოცხადდა.ღვთის შეწევნითა და საქართველოს მოქალაქეთა თავდადებით მოხერხდა საბჭოთასისტემისაგან განთავისუფლება, თუმცა დღესაც აქტუალურია ის გაკვეთილები,რომლებსაც ისტორია გვთავაზობს. რუსეთის იმპერიალიზმი ისევ ცოცხლობს, კვლავაცდიდ საფრთხეს უქმნის საქართველოსა და კავკასიას. ამ პირობებში სამოქალაქოთანხმობას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი მოვალეობაა, გავუფრთხილდეთ ქვეყნისდამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, მით უმეტეს, რომ საქართველოსმდგომარეობა დღევანდელ მსოფლიოში გაცილებით უფრო მტკიცეა და საიმედო,ვიდრე ეს იყო 100 წლის წინ. ამიტომ ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისიკეთილდღეობა ჩვენს ხელშია, ეს კი, დიდ შესაძლებლობასთან ერთად, დიდპასუხისმგებლობას გვაკისრებს დღევანდელობისა და მომავლის წინაშე.საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრები:პროფესორი პაატა კოღუაშვილი,პროფესორი ნიკა სანებლიძე
კომენტარები