კულინარიამედიცინა

4-დღიანი დიეტა და მინუს 3 კილოგრამი

 

ბოსტნეულის წვნიანის დიეტა მათთვისაა, ვისაც სწრაფად სურს წონაში დაკლება და ამავდროულად, ორგანიზმის ვიტამინებითა და მინერალებით შევსება. თან, ადვილად  მოსამზადებელია.
საჭირო ინგრედიენტებია: 2 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, 4 თავი პატარა ხახვი, 1 თავი პატარა კომბოსტო (შეგიძლიათ მის მაგივრად ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტოც გამოიყენოთ), 1 კონა ნიახური, 2 ცალი პომიდორი.
მომზადების წესი: ყველა ინგრედიენტი დაჭერით, დაასხით ცივი წყალი და დარბილებამდე ადუღეთ ნელ ცეცხლზე.
1 თეფში წვნიანი, შეიცავს, დაახლოებით, 100-120 კილოკალორიას.
მიირთვით 4 დღე, დღეში 3-4 თეფში.
დიეტის დროს აუცილებელია დღეში 2 ლიტრი სითხის მიღება. აკრძალულია გაზიანი და ტკბილი სასმელი.
ასევე, თუ შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, შეიძლიათ მიირთვათ, დღის განმავლობაში:
პირველ დღეს: ვაშლი, კივი ან ფორთოხალი;
მეორე დღეს: სალათის ფურცლები ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით;
მესამე დღეს: ვაშლი, გრეიპფრუტი ან კიტრი.
მეოთხე დღეს: სალათის ფურცლების სალათა ლიმონის წვენით.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *