მოდაშოუ-ბიზნესი

7 ივნისს სამოდელო სააგენტო “კატრინი”-ს ორგანიზებით “პატარა მის და მისტერ პლანეტა -2015″ გაიმართება

11334706_704610489684606_1665753422_n7 ივნისს, 15 საათზე, წყნეთის “კოპალა”ში სამოდელო სააგენტო “კატრინი”-ს ორგანიზებით  “პატარა მის და მისტერ პლანეტა -2015″ გაიმართება. ჟიურის მეშვეობით გამოვლინდება 4 გამარჯვებული სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში, რომლებიც 16 ივნისს, საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე “პატარა მის და მისტერ პლანეტა -2015″. ასევე შეირჩევა ტოპ-ოცეული (18-დან 26 წლის ჩათვლით), რომლებიც “მის პლანეტა-საქართველო 2015″ ფინალისთვის მოემზადებიან. ამავე საღამოს გამოვლინდება “მის საქართველო თინეიჯერი -2015″, რომელიც მ/წლის ივლისის თვეში, პანამაში გამართულ სილამაზის კონკურსზე “მის მსოფლიო თინეიჯერი 2015″ საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას. მოგახსენებთ, რომ ასევე სამოდელო სააგენტო “კატრინი”-ს ორგანიზებით მ/წლის სექტემბრის თვეში “მის პლანეტა-2015″ საქართველოში გაიმართება, სადაც 30 ქვეყნის მისი მიიღებს მონაწილეობას.

 

თეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები