მთავარი ბლოკისპორტი

Berliner Zeitung: მსოფლიოს მეტი კობიაშვილები ესაჭიროება

„რამოდენიმე კვირაა, რაც ფეხბურთის გულშემატკივრებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან ფიფაში კორუფციისა და პირადი ინტერესების გატარების მცდელობების შესახებ დიდი რაოდენობით ინფორმაცია მიეწოდებათ. ამაზრზენია ის ფაქტი, რომ ასაკოვანი მამაკაცების ჯგუფი წლების განმავლობაში კანონის გვერდის ავლით ივსებდა საკუთარ ჯიბეებს. საბედნიეროდ, სპორტის ეს სახეობა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი თაღლითი და ამ განსაცდელსაც გაუძლებს. სწორედ ამიტომ დროულია, როცა ყოფილი სამაგალითო ფეხბურთელები დღეს საფეხბურთო ორგანიზაციების ინსტანციებში იკაფავენ გზას. კობის და მის თანამოაზრეებში სპორტის სიყვარული ნამდვილად სჭარბობს ქონების მოხვეჭის სურვილს. სწორედ რომ ესეთი ადამიანები სჭირდება სპორტულ ორგანიზაციებს. ამ შემთხვევაში კორუფციისა და თაღლითობის რისკიც ნაკლები იქნება“, წერს Berliner Zeitung-ი.

წყარო: facebook – Levan Kobiashvili ლევან კობიაშვილი Official[hana-code-insert name=’br’ /]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები