მთავარი ბლოკიმოდამსოფლიო სიახლეებინათია უტიაშვილი

Calvin Klein-is, Brandon Maxwell –ის ქართველი არტდირექტორი, დიმიტრი ჩხეიძე მაიმის მოდის კვირეულს უხელმძღვანელებს

დიმიტრი ჩხეიძის სახელი ნიუ-იორკის მოდის სფეროში ძალიან მალე “ვირუსივით” გავრცელდა და დღეს ის ნიუ-იორკის მნიშვნელოვანი მოდის კვირეულების:   New York Fashion Week, Couture Fashion Week, Style Fashion Week-ის არტდირექტორია. მას მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლების დიზაინერები საკუთარი ფეშენ შოუების ორგანიზებას ანდობენ. გარდა ამისა ის უკვე 15 წელია “ფეშენ თივისთან” თანამშრომლობს და მათ საინტერესო მასალებით ამარაგებს.

დიმიტრი ჩხეიძე: ”მიხარია, რომ ძალიან მცირე დროში ნიუ-იორკში ამხელა წარმატებას მივაღწიე, 4 წამყვანი მოდის კვირეულის არტდირექტორი ვარ. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის “ქელვინ კლაინისა” და “ბრენდონ მაქსველის” შოუებზე მუშაობა. “ქელვინ კლაინის” შოუს არა მხოლოდ არტმენეჯერი, ქასთინგმენჯერი და სტეიჯ მენეჯერიც ვიყავი. ასევე მქონდა “დოლჩე გაბანას” კოლექციის გადაღება და საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე”. 

დიმიტრი ჩხეიძემ ცოტა ხნის წინ ძალიან ცნობილი ინდოელ დიზაინერთან, მანიშ მალჰოტრასთან ითანამშრომლა. მანიში დღეს ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინერია, რომელიც ძვირადღირებულ, გემოვნებიან და გლამულურ მოდელებს ქმნის და მისი მომხმარებლები ძირითიადად წამყვანები, მსახიობები, მომღერლები, ინდოელი მილიონერები არიან. მანიში მთელს ბოლივუდის აცმევს, ბოლივუდის თითქმის ყველა ცნობილ ფილმში მსახიობებს სწორედ მისი შექმნილი სამოსი აცვიათ, ინდოელი მილიონერები კი სხვადასხვა ივენთებზე, ქორწილებზე სწორედ მალიშის გლამურული კაბებით იწონებენ თავს. ნიუ-ჯერსიში მალიშ მალჰოტრმა სწორედ დიმიტრი ჩხეიძეს ანდო თავის შოუს ორგანიზება, რომელიც სასტუმრო “მერი გოლდში” გაიმართა და მას ცნობილი მსახიობები, წამყვანები, ბიზნესმენები ესწრებოდენ. ფეშენ შოუმ დიდი მოწონება დაიმსახურა. მანიშმა დიმიტრი ჩხეიძეს ბოლივუდში წასვლა და ფილმში თამაშიც  შესთავაზა, თუმცა ქართველმა არტდირექტორამ უარი განუცხადა, რადგან დიმიტრისთვის ბოლივუდი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს.

დიმიტრი ჩხეიძე  ამჟამად მაიამის მოდის კვირეულზე მუშაობს, რომელიც 10-11-12 ივნისს გაიმართება და საკუთარ კოლექციებს: მარკ ჯეიკობსი, ბრენდონ მაქსველი, რომელიც ლეიდი გაგას პირადი დიზაინერია (სხვათა შორის დიმიტრის ლეიდი გაგასთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს), ასევე ანდრეს აკინო, მალან ბრენტონი და სხვები წარადგენენ. მაიმის მოდის კვირეულის ორგანიზება მთლიანად ქართველს, დიმიტრი ჩხეიძეს აქვს ჩაბარებული, რომელიც ამ სფეროში უკვე ავტორიტეტს წარმოადგენს და მისით არა მხოლოდ მოდის სახლები, სხვადასხვა ტელევიზიები, გამოცემები ინტერესდებიან. 

[su_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Xqdwl8p6ucA” width=”1000″ height=”960″][/su_youtube]

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები