მთავარი ბლოკიმოდა

MATURELLI-ს ჩვენება აჭარის მოდის კვირეულზე და საქართველოსთვის უჩვეულო ფერები

MATURELI SHOW31 ივლისს “აჭარის მოდის კვირეულზე” რუსეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის მარიამ მათურელის ჩვენებამ მოდის კრიტიკოსების და ბაიერების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.11850888_10204719745702569_320877673_n

დიზაინერის დებიუტი ქართული მოდის ინდუსტრიაში Adjara Fashion Week-ზე წარმატებული აღმოჩნდა, რადგან  უცხოელი ბაიერებისგან საინტერესო წინადადებები მიიღო და სამომავლო ნაბიჯებიც დაიგეგმა. მისი 20 ლუქისგან შემდგარი კოლექციის “BOSFORUS” რომლიც ბოსფორის სრუტეს და ძლიერ, თავისუფალ ქალებს მიეძღვნა, პირველი ნაწილის სახე ცნობილი რუსი მსახიობი მიროსლავა კარპოვიჩია. კოლექციის პირველი ნაწილის ექსკლუზიური ჩვენება მოსკოვში გაიმართა და ის  anri da Hair Lineრუსული ბომონდის ვარსკვლავებმა წარადგინეს. დიზაინერმა კოლექციის მეორე ნაწილი სპეციალურად Adjara Fashion Week-ისთვის შექმნა. ჩვენება სუხიშვილების მოცეკვავემ თიკა ჯაბანაშვილმა ქორეოგრაფიული ნომრით გახსნა, რამაც სტუმრების ოვაციები და აღფრთოვანება გამოიწვია. matureli...MATURELLI-s ჩვენებას, რომელიც კრისტი ყიფშიძემ დახურა, წინ უძღოდა შვილის, ნატალია ყიფშიძის გამოსვლა – ის დედასთან ერთად” MATURELLI”-ს სახეა.  დიზაინერის ჰაეროვანი, თავისუფალი და ფერადი კოლექციის ჩვენებას “აჭარის მოდის კვირეულზე” მხარს უჭერდნენ კომპანიები: Jim Beam –ნომერ პირველი ბურბონი,   “ასკანელი ძმები” და თმის გადანერგვის კლინიკა “ჰეალაინ ინტერნეიშნლ”.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები