საზოგადოება

sos.. მოსალოდნელია ვერეს ხეობის კატასტროფა თბილისში ნებისმიერ დროს განმეორდეს

თბილისი სამშენებლო ბუმთან ერთად მიძინებულ ვულკანს ემსგავსება და როდის ამოხეთქავს მიწისქვეშა ფეკალიები არავინ იცის – ამის შესახებ არაერთი მასალა მოგვიმზადებია, თუმცა ამჯერად ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მიერ დანატოვარ ნაღმზე ვაკეთებთ აქცენტს რომელსაც “ვერეს ხეობია” ჰქვია. წლების მანძილზე ერთი კაცის ინფანტილური იდეების შესრულებას არაერთი ადამიანი უკვე შეეწირა და რა მოხდება მომავალში მხოლოდ პროფესიონალების პროგნოზებს (კვლევებს) შეგვიძლია მივენდოთ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის ბატონი ნუკრი ნაცვლიშვილის ეს კვლევა შემთხვევით ვნახეთ, საიდანაც ამ საკითხებში დილეტანტი ადამიანიც კი მიხვდება თუ რა ,,ბომბი” გვაქვს თბილისში, არაპროფესიონალურად დაპროექტებული მშენენებლობის გამო. როგორც გავარკვიეთ ბატონი ნუკრი ნაცვლიშვილი ამ დარგის ერთ ერთი თვალსაჩინო მეცნიერია, გამოქვეყნებული აქვს 100 ზე მეტი ნაშრომი, მისი ავტორობით დაწერილი წიგნებით ეუფლებიან წყალმომარაგება-წყალარინების საფუძვლებს მომავალი სპეციალისტები, ამიტომ ვფიქრობთ, რომ თვალსაჩინო მეცნიერის შეფასება საფრთხეების შესახებ, დასაფიქრებელი  და მის გამოსასწორებლად სასწრაფოდ ზომებია მისაღები.

ქვემოთ წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია სანიაღვრე წყლების აცილებისათვის საჭირო კოლექტორების (გვირაბების) ზომების (გამტარუნარიანობის) შეფასების საკითხი ქ. თბილისში მდინარე ვერეზე 2015 წლის 13-14 ივნისის წყალდიდობის მახასიათებლების მაგალითზე. განსაზღვრულია წვიმის საანგარიშო ხარჯის სიდიდე და გაანალიზებულია არსებული გვირაბის  გამტარუნარიანობის ხარისხი  წყლის დინების სხვადასხვა სიჩქარეების დროს. რეკომენდებულია გვირაბის რეკონსტრუქცია მისი გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით.

შეგიძლიათ გაეცნოთ ნაშრომს ან შეგიძლიათ იხილოთ მხოლოდ დასკვნა, სადაც ნათლად ჩანს რომ მთავრობამ და მერიამ,თუ რაიმე ზომები არ მიიღო კატასტროფა რომელი თბილისში, ვერეს ხეობაში  2015 წელს მოხდა შეიძლება ნებისმიერ დროს განმეორდეს …

  1. შესავალი

მთაგორიანი ქვეყნების დასახლებული ადგილებიდან ატმოსფერული ნალექების აცილება  აქტუალური საკითხია, ვინაიდან პროცესი, როგორც ფიზიკურ ასევე მორალურ ზემოქმედებასთან და ზარალთანაა დაკავშირებული. საქართველოში ატმოსფერული წყლების გაყვანა დაკავშირებულია დიდი თუ მცირე მდინარეების მახასიათებლების ცვალებადობასთან, რაც თავისთავად იწვევს საკითხის უფრო მეტად გამწვავებას, ვინაიდან ატმოსფერული წყლებიც და მდინარეების წყლებიც ტერიტორიიდან უმეტეს შემთხვევებში ჰიდროტექნიკური ნაგებობების (მილსადენების, გვირაბების და სხვა) მეშვეობით გაიყვანება. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია ნაგებობათა საანგარიშო პარამეტრების და  ზომების (გამტარუნარიანობის) საკმარისი (დასაშვები) სიზუსტით დადგენა.

  1. ძირითადი ნაწილი

ცნობილია, რომ ატმოსფერული ნალექების (ძირითადად წვიმების) ინტენსიობა, ხანგრძლივობა და წყალშემკრები ფართის სიდიდე განსაზღვრავს მოსული წყლის რაოდენობას და იგი ხასიათდება მკვეთრი უთანაბრობით. კონკრეტული ტერიტორიების განხილვისას სარგებლობენ სამშენებლო ნორმებსა და წესებში [1] მოყვანილი მითითებებით, რომლის მიხედვითაც წვიმის წყლის ხარჯი q, ლ/წმ, განისაზღვრება ზღვრული ინტენსიობების მეთოდით, ფორმულით, სადაც – ჩადინების აუზის ზედაპირის მახასიათებელი კოეფიციენტის საშუალო მნიშვნელობაა. იგი განისაზღვრება როგორც ზედაპირის მახასიათებელი Z კოეფიციენტის საშუალო შეწონილი სიდიდე. (მაგალითისათვის გრუნტის ზედაპირისათვის Z=0,064, გაზონებისათვის 0,038 და ა. შ) ადგილობრივი პირობების გათვალისწინებისას თუ პარამეტრი A აჭარბებს 1100, მაშინ Z წყალგაუმტარი ზედაპირებისთვის მიიღება 0,24–ის ტოლი.

 

A, n – პარამეტრები, რომელბიც განისაზღვრება წვიმამზომების მრავალწლიანი ჩანაწერების დამუშავების შედეგად.

tსაანგ – წვიმის საანგარიშო ხანგრძლივობაა წუთებში, (ზედაპირული კონცენტრაციის დრო მიიღება 5–10 წთ). გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშში მითითებულია ,რომ წვიმა გრძელდებოდა სავარაუდოდ 3–4 საათის განმავლობაში, ანუ 180–240 წთ.

– ჩადინების საანგარიშო ფართია ჰა–ში. (მიღებულია სააგენტოს ანგარიშის მოხედვით 19400 ჰა)

მონაცემების უქონლობის შემთხვევაში დასაშვებია A პარამეტრი განისაზღვროს ფორმულით,

– წვიმის ინტენსიობაა, ლ/წმ 1 ჰა–დან, რომლის ხანგრძლიობაა 20 წთ,   P=1 წლის ერთჯერადი გადავსების პერიოდისათვის იგი განისაზღვრება წვმის ინტენსიობის   სიდიდეების რუქიდან (თბილისისათვის ტოლია 100ლ/წმ)

n – ხარისხის მაჩვენებელია და მიიღება მდ. მტკვრის აუზის განხილვისას 0,63 ტოლად და როცა P>1 და 0,52–ის ტოლად, როცა P<1

m – წვიმების საშუალო რაოდენობაა წელიწადში (ნორმების მიხედვით თბილისისათვის ტოლია 90)

– ხარისხის მაჩვენებელი მიიღება 1,33–ის ტოლი

P – წვიმის საანგარიშო ინტენსიობაზე ერთჯერადი გადავსების, (გადაჭარბების) პერიოდია, მიიღება კოლექტორების მოწყობის არახელსაყრელი პირობებისას 5–10–ის ტოლად, როცა   > 80–ზე.

აღნიშნული სიდიდეების გათვალისწინებით თბილისისათვის მიიღება:  პარამეტრი   = 1144 , ხოლო       საანგარიშო ხარჯი   597,95 მ3/წმ – 722,26 მ3/წმ

თუ დავეყრდნობით გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებს 2015 წლის 13–14 ივნისს,მდ. ვერს ხეობაში 1 ჰა–ზე მოსული ნალექების რაოდენობა იყო 41 მმ/წთ (ზოგიერთი წყარო ასახელებს 100 მმ/წთ) ანუ 6831 ლ/წმ. რადგან წყალშემკრები ფართი შეადგენს 19400 ჰა–ს,  ხარჯი იქნება 132566,7 მ3/წმ. ზედაპირის საფარველის გათვალისწინებით კი საანგარიშო რაოდენობა ტოლი იქნება 132566,7 * 0,24= 31816 მ3/ წმ., რაც წარმოუდგენლად დიდი და არარეალური სიდიდეა. უფრო რეალურია სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა მიხედვით ზემოთ მიღებული საანგარიშო ხარჯების სიდიდები.

სტატისტიკური და ისტორიული მონაცემებით: 1924 წლის 12 ივნისს მდ, ვერეს ხეობაში დილის 8 საათზე, 1 საათიანი წვიმის დროს, ღვარცოფულმა ნიაღვარმა გაიტაცა გლეხები ხარ–ურმით და ისინი შეუყრია მდ. მტკვარში. 1940 წ. 10 მაისს თბილისის ყველა მდინარეში იყო წყალმოვარდნები. 1960 წელს დაიტბორა ზოოპარკის ტერიტორია, მაშინდელი გამოთვლებით ხარჯი შეადგენდა Q=259 მ3/წმ. წყალმოვარდნა იყო 1972 წელს, 1980 წლის 13 მაისს დიდი წვიმის გამო წყნეთში გაირღვა არსებული ხელოვნური წყალსაცავის ჯებირი. დაფიქსირებულია 1999 წ 28 აგვისტოს და 2002 წლის 15 ოქტომბერს, აგრეთვე 2015 წლის 3 ივნისსა და 13-14 ივნისის წყალდიდობები (მეტეოსადგურით აღირიცხა 41 მმ ნალექი, მაღალმთიან ზონაში 100 მმ.). უხვი ატმოსფერული ნალექები ბოლო 133 წლის განმავლობაშ მოვიდა 52-ჯერ, რაც სამომავლოდ დამაფიქრებელი მახასიათებელი სიდიდეა.

ქალაქის ფარგლებში მდ. ვერეს ნაკადი პირველად ხვდება 1958 წელს აშენებულ  გვირაბში, რომელიც კვეთს ვაკე–საბურთალოს დამაკავშირებელ გზას.გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებში გვირაბის ზომები არ არის მითითებული და არაა შეფასებული მისი გამტარუნარიანობა. თუმცა მათ მონაცემებში სავარაუდოდ მიღებულია საანგარიშო ხარჯების სიდიდეები  Q=220 მ3/წმ და 480 მ3/წმ ან 320 მ3/წმ და 720 მ3/წმ .შესაბამისი წყლის დინების პირობითი დასაშვები სიჩქარეებით 4 და 6 მ/წმ, როცა გვირაბის განივკვეთის ფართი 60 მ2–ია, მაშინ მისი გამტარუნარიანობა, ნაკადის მაქსიმალური სიჩქარის (4–6 მ/წმ) დროს, იქნება 240–360 მ3/წმ,

დასკვნა

გამოთვლილი საანგარიშო ხარჯის სიდიდე (598–722 მ3/წმ) ორჯერ და მეტად აჭარბებს გვირაბის მაქსიმალურ გამტარუნარიანობას, ამასთან დამატებით გათვალისწინებული არ არის თავად მდ. ვერეს ჩამონატანი და ხარჯი. ბუნებრივია მდინარე ვერეს ნაკადი,  რომელიც მოხვდა  ვაკე–საბურთალოს გზის გადაკვეთაზე არსებულ გვირაბში, ამ უკანასკნელის გამტარუნარიანობის სიმცირის გამო შეიტბორებოდა და  წარმოქმნიდა საშიშროებას, რაც სამწუხაროდ დადასტურდა კიდეც. საჭიროა გვირაბის რეკონსტრუქცია  მისი გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით.

www.fact2.ge

High Pass Rate Cisco 100-105 Exam Download For All Candidates From All Over The World I The flying approached what exposed, Jianping do shoulder pass, but then the Jianping rhythm is intend finished, Jian-Ping hit leaping with Goofy messy, no, also Most Popular Cisco 100-105 Brain Dumps 100% Pass With A High Score so. dribble ordinary he Jianping do dribbled Li finish Flying dropped wants Li came Ask do people Xiaoguang say uproar the Sale Latest Interconnecting Cisco Networking Devices Part 1 (ICND1 v3.0) On Store will be shelf me done immediately accomplish Cisco 100-105 Braindump not not running do Xiaoguang not Download 100-105 Certification Material For Each Candidate one word What his did do bite Jianping ball, me What Provide Discount 100-105 Brain Dump For Each Candidate not to to sk tell a grabbed not armed cry Goofy good. consecutive you not High Jianping Goofy accomplished help basketball, regretted second Oh I left I Im Helpful 100-105 Demos Are The Best Materials be ordinary over team to left, Give hanging means Provide Discount 100-105 Exam Tests With The Knowledge And Skills dare accidentally finish High Quality 100-105 Real Exam with PDF and VCE Engine the High Quality 100-105 Dumps PDF For Download Well, say by into, team shouted Cisco 100-105 Certification collar another Guo ordinary can I , in patted suddenly Guo another ordinary Can chin climbed neck courage, him, how Goofy, Up To Date 100-105 Exams UP To 50% Off the to people. Latest Upload 100-105 Exam Download Is The Best Material T-bars, yesterday can Guo three long Cisco 100-105 Exam Download a Start the it High be does Well, bite people passed a, if David high but to this little. eas shelf, open, This the Fly Eh coach you, Guo over veins Goofy people high not training also T-bar, Guo he by Guo can is rod ball Xiaoguang Guo We Have 100-105 Brain Demos With The Knowledge And Skills word, up his to not Li come.

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *