ეკონომიკამთავარი ბლოკი

SOS! სოფელი დასამარებისკენ მიჰყავთ

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები და დამატებები კანონში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის  შესახებ“,  უმეტესი ნაწილის მიღება დაუშვებელია. იგი კიდევ უფრო  დაამძიმებს სოფლის მოსახლეობის მდგომარეობას და გართულებს კოოპერაციის პროცეს განვითარებას.

წარმოდგენილი კანონპროექტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოსაპოვებლად, კოოპერატივმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პაის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ნიშნავს, რომ სტატუსის მოპოვების ეტაპზე კოოპერატივს სრულად უნდა ქონდეს შეტანილი პაი.

პაის შეტანა კოოპერატივში წარმოებს მეპაიის ეკონომიკური მონაწილეობის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ უმეტეს შემთხვევაში გადანაწილებულია სამეურნეო წლის სხვადასხვა პერიოდზე.

კოოპერატივს თავიდანვე არ ჭირდება საპაიო შენატანების 100%-ს მობილიზება და პაის შეტანის გადანაწილებას იგი ახდენს გარკვეული გრაფიკით, გასაწევი ხარჯების პერიოდების შესაბამისად.

წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მეპაიეებს დააწვება პაის მთლიანი შეტანის უაზრო და ყოვლად გაუმართლებელი მძიმე ტვირთი (განსაკუთრებით იმ შემთხვევებში როცა პაის ღირებულება დიდია) და რაც მთავარია ეს ხდება მაშინ, როცა კოოპერატივს არაფერში ჭირდება უქმად დადებული მთლიანი საპაიო შენატანები.

ამ შემთხვევაში მათი უმრავლესობა ვერ შეძლებს ერთიანი თანხის მობილიზებას და შესაბამისად ვერ მიიღებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს.

აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამ უაზრო და ყოვლად გაუმართლებელი ნორმის მიღება მიმართულა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის საწინააღმდეგოდ რაც საბოლოოდ დაასამარებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესს.

ამიტომ წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის დ) ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„დ) პაის ღირებულების მთლიანი ან ნაწილობრივი შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო პაის სრულად დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი, სტატუსის მინიჭებიდან არა უმეტეს 1 წლის  განმავლობაში.“

სხვა ყველა შემთხვევაში, კატასტროფა გველის.

 

პაატა კოღუაშვილი, პროფესორი,

ექსპერტი აგრარულ ეკონომიკაში

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *