კრიმინალიმთავარი ბლოკი

SOS: ხანძარი სავაჭრო ცენტრ “საბას” მიმდებარე ტერიტორიაზე

saxanzro დაახლოებით ღამის პირველ საათზე ხანძარი გაჩნდა დიდუბეში სავაჭრო სახლ “საბას” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მატრასების საამქროში რომელიც საკმაოდ დიდ ფართობზეა განლაგებული. ხანძარი იმდენად დიდია, რომ ათობით სახანძრო თითქმის 1 საათის მანძილზე ცდილობდა მის ლიკვიდაციას. მიზეზზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობენ თუმცა სავარაუდოდ საწყობის მფლობელები ვარაუდობენ, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

ერთ ერთი მესაკუთრის თქმით მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს მთელ ტერიტორიას რომელმაც ხანძრის შესახებ აცნობა სამაშველო სამსახურს და შესაბამისად ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყვებოდა.

მათივე ცნობით ზარალი ძალიან დიდია, ვინაიდან უზარმაზარ ტერიტორიაზეა განლაგებული საწყობები, ცეხები და მატრასის მაღაზიები.xan

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები