იუმორი

super იუმორი – ოღონდ ძველი

გასვენებაში კუბო ოთხ კაცს მიაქვს და არავინ ეხმარება. ოთხივე დაიღალა და ის, რომელიც წინ დგას ეკითხება მეორეს:
-დაწერე?
-კი, დავწერე.
-აბა, უკანებს ჰკითხე თუ დაწერეს?
უკან მომავლებმა დაადასტურეს, რომ ორივეს ჰქონდა დაწერილი.
-კი, დაუწერიათ,-უპასუხა მეორემ.
-აბა, მოუყიდიათ ეს მკვდარი და ესაა!..

————————————————————————————–

 

რესტორანში:
– გარეული იხვი გაქვთ?
– შინაური რომ გადავრიოთ არ წავა?..))

––––––––––––––––––––––––––––––

ჭიჭიკია არის ქუთაისის მთავარი ვეტერინარი და პროგრამა აქვთ ძროხების ხელოვნური განაყოფიერება… გამოიპრანჭება ჭიჭიკია ჩაიცმევს თეთრ ხალათს და წავა შპრიცით გაანაყოფიერებს 50 ძროხას… წამოვიდა ჩაჯდა მანქანაში, დაქოქა და უცბად ფანჯარაში ძროხა შემოყოფს თავს:
– ჭიჭიკია, შე შობელძაღლო, ერთხელ მაინც გეკოცნა…:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სოფლელებმა მთავრობას მგლების დახოცვის ნებართვა სთხოვეს.
– არ დახოცოთ, არ შეიძლება! მოვიდა პასუხი.
– დაიჭირეთ, კასტრაცია გაუკეთეთ და გაუშვით.
– კაცო! – გაოცებით წამოიძახა ერთმა სოფლელმა,
– ეს მგლები საქონელს ჭამენ, კი არ აუპატიურებენ!

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ერთხელაც ჩამოვიდა სოფი ლორენი თბილისში და ქართველებთან ისურვა გაცნობა – “ჩემი კარი ყველასთვის ღიააო!” ჰოდა, მივიდა მასთან თბილისელი გურამა . მივიდა და უძვირფასესი ბეჭედი მიართვა – “ეს ჩემგან საჩუქრად გქონდესო, სოფო!” (ამ ბეჭდის შესაძენად კი მთელი თავისი მოდგმა-ჯიშის სახლი და კარი გაყიდა).
– “გრაციას” უთხრა სოფიმ გურამას და ჰკითხა – როგორ გადაგიხადოო მადლობა და ისე გაიპრანჭა, თითქოს მართლა არ დაინანებდა არაფერს იმ თბილისელი კაცისთვის.
– არა ფერი არ მინდა – უთხრა გურამამ – მარტო იმას გთხოვ, წასვლისას, სანამ თვითმფრინავში შეხვალ, ჩემსკენ გამოიხედე და ხელი დამიქნიე-ო
– მაგაზე როგორ გაწყენინებო, სინიორ გურამ ?)
….დადგა სოფის გამგზავრების დღეც, ავიდა ტრაპზე, შემობრუნდა ხალხისკენ და უცებ გაახსენდა გურამას თხოვნა და მოძებნა იგი თვალებითაც და ღიმილითაც და დაუძახა – “არრრრივედერჩი, გურამ!”
გურამამ მიმოიხედა და ერთი–ორი თავისი მეზობლის გასაგონად “უპასუხა” სოფის – Уезжай, уезжай…. надоела!

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ჭიჭიკია მიაბიჯებს რელსებზე და ხედავს შუაზე გადაჭრილ ვირთხას…
– Тоже мне Анна Каранина…

–––––––––––––––––––––––––––––––––––––

ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტს თუ “ილიაუნი” ჰქვია, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტს (ქუთაისში) შეიძლება ეწოდოს ასე – “აკაკუნი”?

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სექსოპათოლოგთან:
– ექიმო, 19 წლიდან მოყოლებული დღემდე,
როდესაც 97 წლის ვარ, ქალთან ურთიერთობა მხოლოდ
ავტომანქანაში მქონდა: დაწყებული პობედით, მოსკვიჩით, დამთავრებული
მერსედესით, ლიმუზინით. წინა, უკანა სავარძელზე, საბარგულზე, მანქანის ქვეშ…
– სრულიად ნორმალურია. არავითარი გადახრა თქვენ არ გაქვთ. ასე განაგრძეთ.
– არა, ექიმო, ვერ გამიგეთ. მე თქვენთან თხოვნით მოვედი. იქნებ თქვენი
ჰამერი 2 დღით დამითმოთ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები