თბილისის მერია

  • აიღებს თუ არა კახი კალაძე პასუხისმგებლობას თბილისის გენგეგმის ილუზიურ ზღაპრებზე?!

    ვინც ფლობს ინფორმაციას, ის ფლობს მსოფლიოს. სწორედინფორმაციის მოსაპოვებლად ექიშპებიან ერთმანეთსსახელმწიფოები და ყველაზე მეტი ძალაუფლებაც მას აქვს, ვინც ყველაზე მეტი იცის. და არა მხოლოდ იმისთვის, რომცოდნა სინათლეა: ინფორმაცია აუცილებელია სწორადდასაგეგმად და შედეგის მისაღწევად. ქართველებს რომდაგეგმვა არ უყვართ, იქიდანაც ჩანს, რომ მსოფლიოშიპირველ ადგილზე ვართ გაცემული სესხებით (ანუმოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საფინანსოორგანიზაციების მოვალეა), მაშინ, როდესაც განვითარებადისა და ღარიბის სტატუსს ვერ ვცდებით. დაუგეგმაობასაქართველოს დეაქალაქსაც ეტყობა თვალის ერთი შეხედვით, იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა დროს მისი განვითარებისრამდენიმე გენერალური გეგმა შემუშავდა და დამტკიცდაკიდეც. სულ ბოლო – თბილისის მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის პროექტი – უკანასკნელ სტადიაშია (გენგემის პროექტის ჩაბარების, ხელშეკრულებითგათვალისწინებული, ყველა ვადა ამოიწურა, თუმცა მეექვსე ეტაპის ჩასწორებული ვარიანტი თბილისის მერიამ ანუნდა მიიღოს, უკვე რამდენჯერმე დაწუნებული, ან ხელშეკრულება გააუქმოს მის ავტორ კომპანიას და ახლისშექმნაზე იმუშაოს). უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ დედაქალაქის მესვეურები, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ, თუ ფრანგ ქალაქმგეგმარებელსა და მის ადგილობრივ კოლეგებსა და არქიტექტორ–ურბანისტებს ვერწმუნებით(და არანაირი საფუძელი არ გვაქვს, არ ვერწმუნოთ), მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი არ ეყრდნობა კვლევებს, ამიტომაც მას ერიკ ჰიუბრეხტმა „იდეების ყუთი“ უწოდა. სხვათა შორის, არც პროექტის ავტორი კომპანია „სითიინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე უარყოფს, რომ სრულმასშტაბიანი კვლევები არჩაუტარებიათ (ეს დავალებაში არ გვეწერა და არც პროექტის ბიუჯეტი ეყოფოდაო), ოღონდ ამას ხელი არ შეუშლიამათთვის თეორიული დასკვნების გაკეთებაში. ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ, თუ რაროლს ასრულებს სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და მათი გაზრება შედეგის მიღწევაში და გამოგვადგება თუარა გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც არა გაანგარიშებებს, არამედ სურვილებსა და თეორიას ეყრდნობა. – როდიდან მიხვდნენ სახელმწიფოები, ადამიანები, ზოგადად, რომ აღრიცხვა, ანუ სტატისტიკა და მონაცემებზედაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღება და მომავლის დაგეგმვა იყო აუცილებელი? – ბანალური საკითხია თითქოს, მაგრამ მისი გააზრების გარეშე შეუძლებელია პროგრესსა და წარმატებაზე საუბარი, იქნება ეს…

    იხილეთ მეტი
  • დავით ნარმანიას გეგმა: თბილისი კერძო მანქანების გარეშე

    ნინო ხაჩიძე როგორც იქნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა შემუშავდა – და მერე რა, რომ უცხოურმა კომისიამ გადაწყვიტა, თუ ვის უნდა…

    იხილეთ მეტი
  • ასოციაცია – კვერცხი, ანუ ღობე თუ საღორე?!

    ნინო ხაჩიძე თუმცა ერთ წელზე მეტი გაუვიდა არჩევიდან, დედაქალაქის მერიამ ინტენსიური სამუშაოები (აი, თვალს რომ მოხვდებოდა) სულ ახლახან წამოიწყო: საცხოვრებელ…

    იხილეთ მეტი