წყალდოდობა

  • რატომ იტბორება თბილისი

    მაის-ივნისი წვიმების პერიოდია, ამიტომაც სწორედ წელიწადის ამ დროს იგრძნობა ხოლმე დედაქალაქის   სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა: თბილისი წვიმაში უკვეისე იტბორება, რომ ავტომანქანებისთვისაც კი გაუვალი ხდება, აღარაფერს ვიტყვი გაუმართავი და გაუთვლელისისტემის გამო მომხდარი 13 ივნისის ტრაგედიაზე. რამაცგააჩინა საბედისწერო კითხვა: არის თუ არა მოსალოდნელი მსგავსი ტრაგედიის   გამეორება?! ამ კითხვას კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი, რომელიც მიწისქვეშა ქალაქის პრობლემების სისტემურად მოგვარების გარეშე გეგმავს მიწისზედა ქალაქის განვითარებას, რაც იმას გარდა, რომ ნონსენსია, უდიდეს საფრთხეს შეიცავს.  რა პრობლემები აქვს მიწისქვეშა თბილისის სანიაღვრე ქსელს?  ამ საკითხზე საქართველოს ტექნიკური   უნივერსიტეტის წყალმომარაგების, წყალარინების (ანუ კანალიზაციის), თბოაირმომარაგებისა და    შენობათა საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის პროფესორი ნუკრი ნაცვლიშვილი გვესაუბრება.    მხოლოდ თბილისის სანიაღვრე სისტემის გაუმართაობის პრობლემაა, რომ დედაქალაქი უკვე   ნებისმიერი ტიპის წვიმის დროს იტბორება? –სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა პირდაპირაა დაკავშირებული ამ პრობლემასთან, იმიტომ რომ სისტემამ უცებ…

    იხილეთ მეტი