საზოგადოებაქალი და მამაკაციშოუ-ბიზნესი

TV კავკასიის ეთერში “კესო და ბესოს შოუ” გამარჯობა ბესო მოგესალმება კესო!

keso da besoპარასკევს (19/02/2016) ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში მიწვეულმა კესარია აბრამიძემ გადაცემა „თქვენი დრო“ს წამყვანს ბესო მახარაშვილს ორიგინალურად მიესალმა: გამარჯობა ბესო! მოგესალმება კესო… და იქვე წამყვანს ახალი შოუს იდეა შესთავაზა: კარგი იქნებოდა ახალი გადაცემა გაგვეკეთებინა „კესო და ბესოს შოუ“.

მიუხედავად იმის, რომ კესარია აბრამიძეს არ უნდოდა მაყურებლის ზარების პირდაპირ ეთერში შემოყვანა წამყვანმა მაინც შეიყვანა ორი მაყურებელი და სტუდიაში ორივეჯერ უხერხული სიტუაცია შეიქმნა, თუმცა გადაცემის პროდიუსერების თქმით: ამდენი სატელეფონო ზარი დიდიხანია პირდაპირ ეთერში არ გვახსოვს და რადგან კესარიას არ სურდა ზარების ეთერში შემოყვანა ამიტომ ზარები დავბლოკეთ – საბოლოო ჯამში 857 შემოსული ზარი დაფიქსირდა ოც წუთში.

ჩვენს კითხვაზე იხილავს თუ არა მაყურებელი კავკასიის ეთერში “კესოს და ბესოს” შოუს პროდიუსერმა გვიპასუხა, რომ ეს კასარიას ერთგვარი ხუმრობა იყო და მსგავსი შოუს გაკეთება ჩვენს არხზე არ იგეგმება, თუმცა იდეა ცუდი არ არის და სათაური უკვე საკმაოდ პროვოკაციულია საიმისოდ, რომ მაყურებელი მიიზიდოს. – ამბობს ნინო წულუკიძე

[su_youtube_advanced url=”https://www.youtube.com/watch?v=UboKUHQ8qZs&feature=share” playlist=”https://www.youtube.com/watch?v=5xwJPEaqIlQ” height=”500″ autohide=”no” showinfo=”no” autoplay=”yes” theme=”light”]https://www.youtube.com/watch?v=v9jqjQY0Bf0&feature=youtu.behttps://www.youtube.com/watch?v=v9jqjQY0Bf0&feature=youtu.[/su_youtube_advanced]

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები