მეორეხარისხოვანი ბლოკისაზოგადოება

TV ,,მირ“-ზე ქართველი სპორტსმენის მონაწილეობით იწყება რეალითი შოუ ,,სიყვარული საზღვრებს გარეშე“.

ამა წლის სექტემბრიდან ტელეარხ ,,მირ“-ის ეთერში სტრარტს იღებს ახალი პროექტი, რომელიც დაამტკიცებს, რომ სიყვარულს არ გააჩნია საზღვრები. საუბარია რეალითი შოუზე ,,სიყვარული საზღვრებს გარეშე“, რომელიც პლანეტის სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ შეყვარებულ წყვილებს უწყობს შეხვედრას. გადაღებები შედგა ბელორუსში, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვასა და რუსეთში.

გადაცემის გმირები, რომელნიც საქართველოში გადაიღეს არიან – შოთა ქელდიშვილი – თბილისიდან და მოსკოველი მარია სივერკინა. შოთა -,,ბიცებსების კუნთების ვარჯიში“-ს სახეობაში ცნობილი სპორტსმენია. პროექტში მონაწილეობის მიღება, კიევში გაცნობილ მარიასთან დიდი ხნის უნახაობამ გადააწყვეტინა.

,,ჩვენ 6 წელი არ გვყავდა ეთმანეთი ნანახი და ძალიან გახარებული ვიყავით შეხვედრით. ვიცი, მარიაც მოხარული იყო ჩემი ნახვით, მას ძალიან მოეწონა საქართველო, განსაკუთრებით სიყვარულის ქალაქი – სიღნაღი. მასზე შთაბეჭდილება მთებმა და ალაზნის ველმა მოახდინა“- ამბობს შოთა ქელდიშვილი. ავტორთა ჩანაფიქრით – პროექტში მონაწილე წყვილი ეთად სამ დღეს გაატარებს.

გმირი, რომელიც სტუმრად ეწვევა შეყვარებულს, გაეცნობა მათ ნაციონალურ კოლორიტს, ადათ-წესს. შეყვარებულები სხვადასხვა გამოცდის წინაშე აღმოჩნდებიან: უწევთ ენობრივი ბარიერის გადალახვა, ეცნობიან ერთმანეთის მშობლებსა და მეგობრებს. ფინალში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – გააგრძელონ თუ არა ერთად ყოფნა. პროექტის ავტორის – ვიქტორია ზავოლჟსკაიას სიტყვით – გადაღებები ძალიან საინტერესო იყო: უწევთ ენობრივი ბარიერის გადალახვა, ეცნობიან ერთმანეთის მშობლებსა და მეგობრებს. ფინალში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – გააგრძელონ თუ არა ერთად ყოფნა. გმირები არ არიან მსახიობები, მათი ყველა ემოცია ნამდვილია, არ არის არანაირი დადგმული სცენები. მათ უფლება დაგვრთეს პირველივე შეხვედრიდან თვალი გვედევნებინა. ჩვენ ვნახავთ თუ როგორ იქცევიან, როცა აღმოჩნდებიან სრულიად განსხვავებული ტრადიციებისა და ჩვევეების წინაშე. ამასთანავე თუ რა მოხდება ან რას მოიმოქმედებენ გადასაღებ მოედანზე ჩვენი გმირები, წინასწარ გამოცნობა შეუძლებელია – აცხადებს პროექტის ავტორის ვიქტორია ზავოლჟსკაია.

www.fact2.ge

ტეგები
იხილეთ მეტი

მსგავსი სიახლეები